იაროსლავ ჰაშეკი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ჩეხი მწერალი-სატირიკოსი,დრამატურგი,ჟურნალისტი და ფელეტონისტი – იაროსლავ ჰაშეკი (1883-1923 წლები) მატარებლით ბავარიაში მიეგზავრებოდა.მატარებელი კი,როგორც წესი სადგურებზე რამდენიმე წუთის მანძილზე ჩედრებოდა.ასეთივე გაჩერება განახორციელა მან ბავარიაში მდებარე ერთ-ერთი ქალაქის – რჟეზნოს სადგურზე.აღნიშნული ქალაქი სხვა ბავარიული ქალაქებისაგან იმით განსხვავდებოდა,რომ იქ საუკეთესო ხარისხის სოსისები მზადდებოდა.გემოთმოყვარულ და მშიერ იაროსლავს ესოდენ სახელგანთქმული რჟეზნოული სოსისის დაგემოვნება კი ძალიან ეწადა.თუმცა უნდა ავღნიშნოთ,რომ მატარებელი სადგურებზე მცირე ხნით ჩერდებოდა,რაც მას საშუალებას არ აძლევდა ვაგონიდან ჩასულიყო და სოსისი ეყიდა.სწორედ ამ დროს დაინახა მან თავის კუპესთან მდგომი პატარა მაწანწალა ბიჭუნა.უმალ ჩამოსწია მატარებლის ფანჯარა და ბავშვს სთხოვა,რომ მისთვის ორი სოსისი ეყიდა,რომელთაგან ერთი თავისთვის დაეტოვებინა,ერთი კი მისთვის მიეტანა.გახარებულმა ბავშვმა ჰაშეკს თანხმობა განუცხადა და მისგან სოსისის საყიდლად 60 პფენინგიც მიიღო.მატარებელი ის იყო დაიძრა,რომ იაროსლავის კუპის ფანჯარასთან მაწანწალა ბავშვი გამოჩნდა და მისდა გასაოცრად არა სოსისი,არამედ 30 პფენინგი შემდეგი სიტყვებით გაუწოდა: ” – ბატონო,დაიბრუნეთ თქვენი 30 პფენინგი! როდესაც სოსისის საყიდლად მივედი,გამყიდველს მხოლოდ ერთი ცალი ჰქონდა დარჩენილი! არ ინერვიულოთ,ჩემი წილი მე უკვე შევჭამე!” – გაოცებული და ნირწამხდარი ჩეხი მწერალი კი დიდხანს იდგა მატარებლის ჩამოწეულ ფანჯარასთან. (ავტორი გენია.ჯი)