ვლადიმერ მაიაკოვსკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,საქართველოში დაბადებული დიდი რუსი პოეტი,დრამატურგი და რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ვლადიმერ მაიკოვსკი (1893-1930 წლები),ფართო აუდიტორიის წინაშე ძალიან იშვიათად კითხულობდა საკუთარ ლექსებს.ერთ-ერთი ასეთი იშვიათი გამოსვლისას,რომელსაც უამრავი მწერალი,პოეტი და ლიტერატორი ესწრებოდა,მაიაკოსვსკიმ თავისი ლექსების ღრმა სულიერი ემოციით წაკითხვა დაიწყო.მოულოდნელად დარბაზში,პოეტის ერთმა არაკეთილისმსურველმა,მთელი ხმით შესძახა:
- თქვენი ლექსები ჩემთვის სრულიად გაუგებარია! ისინი ნამდვილი სისულელეები არიან!
მაიკაოვსკი წუთით შეყოვნდა და ტრიბუნიდან უპასუხა:
- არაუშავს.ჩემი ლექსების შინაარს თქვენ თუ არა,თქვენი შვილები მაინც გაიგებენ.
- ვერც ჩემი შვილები გაუგებენ თქვნს ლექსებს რაიმეს, – წამოიძახა აღელვებულმა პროვოკატორმა.
- რატომ ამცირებთ თქვენი შვილების გონებრივ შესაძლებლობებს? იქნებ მათი დედა მათივე მამისაგან განსხვავებით გონიერი ქალია და ისინი მას დაემსგავსონ?!
ასეთი პასუხის მიღების შემდეგ,მაიკაოვსკის არაკეთილისმსურველი ფეხზე წამოდგა და ისე დატოვა დარბაზი,რომ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.პოეტმა კი კვლავაც განაგრძო თავისი შესანიშნავი ლექსების წაკითხვა. (ავტორი გენია.ჯი)