არისტოტელე – “ეპიზოდი”

როგორც ძველი ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ,ლეგენდად ქცეული ძველბერძენი ფილოსოფოსი,მეცნიერი,ენციკლოპედისტი და ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი – არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),ერთობ აღშფოთებული გახლდათ იმის,გამო,რომ მისი აღზრდილი დიდი გავლენის ქვეშ მოაქცია ერთ-ერთმა ძველბერძენმა ჰეტერამ (ძველ საბერძნეთში განათლებული გაუთხოვარი ქალი,რომელიც თავისუფალ და დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა.მოკლედ რომ ვთქვათ – კურტიზანი),რომელსაც სახელად – ფელიდა ერქვა.ალექსანდრეს ასეთი დამოკიდებულება ვიღაც კურტიზანი ქალის მიმართ,თავად სახელმწიფოს უქმნიდა საფრთხეს და არაერთხელ ურჩია მას,ფელიდასაგან თავი შორს დაეჭირა.მიუხედავად ამისა,მაკედონელი მაინც ვერ განთავისუფლდა ულამაზესი ქალის მოჯადოებული წრისაგან.მაშინ არისტოტელემ გადაწვიტა,თავად ფელიდასთან გაერკვია ურთიერთობა და ალექსანდრეს სასახლეში ეწვია მას.დიდმა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არისტოტელემ ფელიდას აღუთქვა,რომ თუკი ის ალექსანდრეს ჩამოშორდებოდა,ნებისმიერ მის კაპრიზს აღასრულებდა.ქალი ჩაფიქრდა,თუმცა გადაწყვეტილება მალევე მიიღო და საქვეყნოდ ცნობილ ფილოსოფოსს დაპირდა,რომ თუკი ის თავისი ზურგით გაასეირნებდა მას,აუცილებლად დაშორდებოდა ალექსანდრეს.არისტოტელემ,რომელსაც მეტი გამოსავალი აღარ დარჩენოდა,ქალი ზურგზე შეისვა და ასეთი ფორმით დაიწყო სასახლის ოთახიდან ოთახში მისი ტარება.მოულოდნელად,ამ საოცარ სანახაობას შეესწრო თავად ალექსანდრე დიდი.ნანახით გაოგნებულმა,მასწავლებელს შესძახა თუ რას სჩადიოდა იგი,რაზეც არისტოტელესაგან ასეთი პასუხი მიიღო:

” – ხომ ხედავ ალექსანდრე,რა ამაზრზენ მდგომარეობაში ვიმყოფები ახლა მე.თუკი ეს ქალი ასე ექცევა მოხუც და ბრძენ ადამიანს,წარმოიდგინე რად გაქცევს შენ,ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილს?!”

…და მართლაც გაითავისა მაკედონელმა არისტოტელეს გონიერი სიტყვები და საბოლოოდ გააძევა სასახლიდან მომაჯადოებელი სილამაზის მქონე ფელიდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>