მიხეილ ლომონოსოვი – „ეპიზოდი”
მსოფლიო მნიშვნელობის პირველი რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველი და ენციკლოპედისტი - მიხეილ ლომონოსოვი (1711-1765 წლები), გერმანიის ქალაქ მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტში 1736 წელს მიავლინეს სასწავლებლად. უცხოეთში ჩასულმა სტუდენტმა ბინა ცილხების სახლში დაიდო.აღნიშნული ოჯახის მამა – ჰენრიხ ცილხი ადგილობრივი ქალაქის საკრებულოში მუშაობდა. გარდა ამისა, იგი ფლობდა ლუდსახარშ დაწესებულებასაც და შედეგად, ფინანსურად საკმაოდ შეძლებული ოჯახიც გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იგი მანამ გარდაიცვალა, სანამ მომავალი სასიძო მის ოჯახში დაიდებდა ბინას. სწორედ იქ გაიცნო ლომონოსოვნა ჰენრიხის ქალიშვილი – ელისაბედ ქრისტინა ცილხი (1720-1766 წლები) და იმთავითვე მოიხიბლა მისით. როგორც ცნობილია, ლომონოსოვი ფულის დიდ ნაწილს, რომელსაც სამშობლოდან უგზავნიდნენ, ელისაბედს ახმარდა. მათი ურთიერთობა მალევე სასიყვარულო რომანად გადაიქცა და 1739 წლის 8 ნოემბერს ქალიშვილიც შეეძინათ, ვისაც – ელისაბედ ქრისტინა დაარქვეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბავშვის დაბადების პერიოდში მეუღლის გვერდით არ ყოფილა ლომონოსოვი, რადგან ის ჯერ კიდევ მანამდე იყო წასული ქალაქიდან გადაუდებელი საქმეების გამო. მიხეილი მარბურგში 1740 წლის 26 ივლისს დაბრუნდა და მქალთან ჯვარიც დაიწერა. 1741 წლის აპრილის თვეში ლომონოსოვი პეტერბურგში მაშინ წავიდა, როდესაც მისი კანონიერი მეუღლე მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. სამშობლოში დაბრუნებულმა მიხეილმა ფეხმძიმე მეუღლე ისე მიატოვა, რომ მისი ბედით არც ერთხელ არ დაინტერესებულა და არც ერთი წერილი არ მიუწერია მისთვის. ამ პერიოდის მანძილზე მას ელისაბედისაგან ვაჟი – ივანე შეეძინა, თუმცა იგი დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ლომონოსოვის წასვლიდან ორი წელიწადი გავიდა… ელისაბედ ქრისტინამ, რომელმაც მიხეილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ არაფერი იცოდა, 1743 წელს ჰააგაში განთავსებულ რუსეთის საელჩოს მიმართა და სწორედ ამ გზით დაადგინა უგულისყურო ქმრის ადგილსამყოფელი. ყოველივე ამის შემდეგ, მან ლომონოსოვს წერილი გაუგზავნა, რომელმაც ადრესატამდე გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგ მიაღწია. მისმა წერილმა სანკტ-პეტერბურგის აკადემიასა და ზოგადად საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მათ არ უწყოდნენ ის, რომ ლომონოსოვი დაქორწინებული იყო. მიხეილის ასეთ უსულგულო დამოკიდებულებას საკუთარი ცოლ-შვილის მიმართ ორი სავარაუდო ვერსიით ხსნიან. პირველი: იმ პერიოდისათვის უცხოეთში განათლების მისაღებად გაგზავნილ რუს სტუდენტებს ეკრძალებოდათ დაოჯახება.მეორე: ლომონოსოვს სურდა ოჯახისათვის საჭირო ყველა პირობების შექმნა.თუმცა ამ ვერსიას ვერანაირად ვერ დავეთანხმებით,რადგან მან ორი წლის მანძილზე არც ერთხელ არ მოიკითხა გერმანიაში მყოფი ცოლ-შვილის ბედი.
პეტერბურგის აკადემიის პროფესორის – იაკობ შტელინის გადმოცემის თანახმად, როდესაც ლომონოსოვმა ელისაბედისაგან წერილი მიიღო, თურმე შესძახა: „ – ღმერთო ჩემო! ისინი მე არასოდეს დამიკარგავს და არც არასოდეს დავკარგავ; მე მათ მოწვევაში ხელი შემიშალა რიგმა გარემოებებმა. დაე, ისინი ხვალვე ჩამოვიდნენ ჩემთან. ამისათვის მე მათ დღესვე გადავუგზავნი 100 მანეთს”.
1743 წელს ელისაბედ ქრისტინა ცილხი თავის პატარა გოგონასთან და ძმასთან იოჰანესთან ერთად, ლომონოსოვთან ჩავიდა პეტერბურგში და ქმარს დიდსულოვნად შეუნდო ჩადენილი საქციელი. შემდგომ ის ქალიშვილთან ერთად მართლმადიდებლად მოინათლა და ქმრის გვარზეც გადავიდა. მას შემდეგ, ლომონოსოვების წყვილმა ერთად განვლო დარჩენილი ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი)