შარლ ანდრე ჟოზეფ მარი დე გოლი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის ლეგენდარული პრეზიდენტი,მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგული წინააღმდეგობის სიმბოლო და “გუშინდელში ჩარჩენილი – ოღონდ მომავლის კაცად” წოდებული - შარლ ანდრე ჟოზეფ მარი დე გოლი (1890-1970 წლები),რომლის ოცნებასაც საფრანგეთის დიდება ედო საფუძვლად,დაჟინებით მოითხოვდა,რომ მის ქვეყანას ბირთვული კვლევები ეწარმოებინა და ატომური იარაღი შეექმნა.სწორედ გენერალი დე გოლის მმართელობის პერიოდში (1960 წელს) შექმნა საფრანგეთმა “ატომური იარაღი” და ამაში უდიდესი წვლილი რაღა თქმა უნდა ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფალმა – დე გოლმა დაიდო.თუმცა აქვე მინდა გაცნობოთ,რომ ჟანა დ’არკის ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის თანახმად,მათ სჭირდებოდათ – “შეზღუდული ბირთვული არსენალი მინიმალური საჭიროებისათვის”.მაშინ,როდესაც საფრანგეთმა უკვე შექმნა მცირე რაოდენობით,მაგრამ მაინც თავისი ატომური არსენალი,ელისეს საპრეზიდენტო სასახლის რეზიდენციაში,ფრანგ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: “თანამედროვე სამხედრო ვითარებაში,არც ერთ ქვეყანას არაფერი ესაქმება დიდ სახელმწიფოთა სათათბიროებში,თუკი მას ატომური იარაღი არა აქვს!” – აღნიშნულმა განცხადებამ ისინი ერთობ დააბნია და სანამ მას შეკითხვებს დაუსვამდნენ,სახეზე ეშმაკური ღიმილის მქონე დე გოლმა,თავისი ღია-ცისფერი თვალები კატასავით მოწკურა და დაუმატა: “თუგინდ ძალიან,ძალიან მცირე რაოდენობით…” – რითაც ყველას აგრძნობინა,რომ საფრანგეთს უკვე გააჩნდა ატომური იარაღი და იგი დიდი სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო იყო… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>