მუხრან მაჭავარიანი – “ამგვარს არ ველოდი მე ღალატს”

ამგვარს არ ველოდი მე ღალატს, -

ურიცხვი ვიწვნიე ბლიკვი;

ქვეყანა დამეჭიდა! ქვე-ყა-ნა!..

სული როგორ შემრჩა – მიკვირს!

* * *

ამგვარს არ ველოდი მე ღალატს, -

იმედს ეხეთქება ზიზღი…

უხვად მოშვებული ბელღარით, -

სისხლი ახრიგინებს წისქვილთ.

კომენტარის დატოვება