აბილიუ მანუელ დი გერა ჟუნკეირუ – “ეპიზოდი”
დიდი პორტუგალიელი პოეტი და თავისი ქვეყნის პატრიოტი – აბილიუ მანუელ დი გერა ჟუნკეირუ (1850-1923 წლები),დიდად უკმაყოფილო გახლდათ მეზობელ ქვეყანაში – ესპანეთში დამყარებული მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატორული რეჟიმით.იგი განსაკუთრებით იმით იყო აღშფოთებული,რომ ესპანელი პოეტები ხმას არ იმაღლებდნენ სამშობლოში მიმდინარე საშინელი მოვლენების წინააღმდეგ.სწორედ ამის გამო მიმართა ერთ-ერთი შეხვედრისას,ჟუნკეირუმ გენიალურ ესპანელ ესეისტს,პოეტსა და დრამატურგს – მიგელ დე უნამუნოს ერთობ მრავალმნიშვნელოვანი და საყურადღებო სიტყვებით:
“ესპანეთს,როგორც ჩანს,პოეტები არა ჰყავს.თქვენმა ქვეყანამ მძიმე დარტყმები განიცადა,რა თქმა უნდა,ბოლოს წელშიც გაიმართებით და მიყენებულ ჭრილობებსაც მოიშუშებთ.დრო,მართვის სწორი ფორმა,შრომისმოყვარეობა და მოთმინება თავისას იზავს,მაგრამ ეს განსაცდელის ჟამი თქვენგან მაინც მოითხოვდა ჩივილსა და სიმწრის კივილსაც კი. და რამდენადაც არცერთ თქვენგანს განსაკუთრებით არ უწუწუნია – ყოველ შემთხვევაში,მე არცერთი არ მახსენდება, – მაშასადამე,არც პოეტი უნდა გყავდეთ თქვენ”.
მიგელ დე უნამუნო პორტუგალიელი პოეტის სიტყვებმა სულის სიღრმემდე შეძრა,თუმცა ისე გაეცალა მას,რომ ხანდაზმული აბილიუსათვის პასუხი არ გაუცია.საინტერესოა ის გარემოება,რომ ზემოაღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ,სწორედ მიგელ დე უნამუნო იქცა იმ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ესპანელ პოეტად,რომელმაც შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა გენერალი ფრანსისკო ფრანკოს მიერ წამოწყებულ ესპანეთის სამოქალაქო ომს და ზოგადად მის დიქტატურას,რამაც მისი პირადი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთადაც აქცია. (ავტორი გენია.ჯი)