პოლ სეზანი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მხატვარი და პოსტიმპრესიონიზმის მხატვრული მიმართულების დიდებული წარმომადგენელი – პოლ სეზანი (1839-1906 წლები),ერთობ კრიტიკულად გახლდათ განწყობილი იმ პერიოდის იმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედების მიმართ და ამას არც მალავდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ იმ მხატვართა შორის,რომელთა შემოქმედების მიმართაც სეზანი არც თუ ისე კეთილგანწყობილი იყო,გახლდათ დიდი ფრანგი მხატვარი,სკულპტორი და გრაფიკოსი – ეჟენ პოლ ანრი გოგენი.სეზანის აზრით,გოგენის შემოქმედება მავნე ზეგავლენას ახდენდა სახვით ხელოვნებაზე და ხელს უშლიდა მის განვითარებას,რაც საბოლოო ჯამში ამ უნიკალური ხელოვნების დაღუპვას გამოიწვევდა.ერთ-ერთი შეხვედრისას,ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე ყველაზე ცნობილმა ფრანგმა – ამბრუაზ ვოლარმა,რომელიც არ ფლობდა ინფორმაციას,აწგარდაცვლილი გოგენისადმი პოლ სეზანის დამოკიდებულების შესახებ,სეზანს უთხრა:
- გოგენი თქვენი შემოქმედების დიდი მოტრფიალე გახლდათ.ის ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა თქვენს ხელოვნებას და ამ მხრივ ბევრ რამეშიც გბაძავდათ”.
იმის ნაცვლად,რომ პოლ სეზანისათვის ვოლარის სიტყვებს კმაყოფილება მოეგვარა,იგი ძალიან გაბრაზდა და ამბრუაზს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- ეს სასაცილოა,რადგან მას ჩემი ხელოვნების არაფერი ესმოდა და გაეგებოდა.გოგენი არ იყო მხატვარი! მისი ნამუშევრები კი,უბრალოდ,ბრტყელი ჩინური სურათების მსგავსია”. (ავტორი გენია.ჯი)