გალაკტიონ ტაბიძის ნააზრევი…
“ჩემნაირი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ჩემში არაფერი არ არის.რომ ვიყო ბაირონი,ლერმონტოვი,გიოტე… მაშინ შემიყვარებდნენ.მე კი ისე პატარა და დაწვრილამნებული კაცი ვარ…” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თუ არც სიხალისეა,არც ბედნიერება,არც სხვა რამე,ჩვენ უნდა შევქმნათ,გესმით,ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება.გახსოვდეთ,რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი,თუ სიყმაწვილეშიაც უბედურათ წარმოვიდგინეთ თავი,რაღა უნდა ვქნათ მაშინ,როცა სიყმაწვილეს გადავცდებით.რას ვიზამთ მაშინ,როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?”
* * *
“მე თანდათან ვრწმუნდები,რომ სრულიათაც არ ცდებოდნენ ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსები,არც გერაკლიტე ცდებოდა: “ადამიანის ბედნიერება თვითონ მასზეა დამოკიდებულიო”.ეს ნების თავისუფლებაზეა ნათქვამი,მართალია! ისიც მართალია,რომ ადამიანი თავისუფალია თავის სიცოცხლეში და არავითარი ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს,თუ არსებობს ხელისშემშლელი პირობები,თვითვე გამოსჭედე ბედი! მე ვცდილობ მოვაწყო ჩემი ცხოვრება ისე,როგორც მე მსურს და თუ ეს არ მოხდება,დავარწმუნებ ჩემს თავს იმაში,რომ ბედნიერი ვარ,მე ვიცი,რომ არაფერი ისეთი არ გადამხდება თავს,რაც სხვას არ გადახდია.მე ვიცი,რომ ვერ ავცილდები იმ საზღვარს,რომელშიაც კაცობრიობაა მომწყვდეული,მაშ რატომ უნდა შევიგნო მწუხარებისა და დარდის აუცილებლობა?”
* * *
“დედამიწის ზურგზე კაცი არაა,რომელიც ისე მოწყობილიყო,როგორც მას უნდოდა”.
* * *
“უფულობა იმდენად არაფერია,რამდენადაც სულიერი ტანჯვა; ცხოვრობდე კაცი მთელი წლების განმავლობაში და ინსტიქტურად გრძნობდე,რომ არავინ თითქო ახლობელი და პატრონი არ გყავს”.
* * *
“საშინელი წყევლაა კაცის თავზე ღარიბად დაბადება”.
* * *
“კარგია,კარგი ცხოვრება! ცხოვრებას ჭკვიანად უნდა მოპყრობა,ცხოვრება მიდის!”
* * *
“ჩვენი ტყეების შრიალი,მდინარეების ნაკადები და წყალვარდნილები – გასაოცარი აკომპანიმენტია…” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ოჰ,რომ იცოდეთ,როგორ მწყურია სიკვდილი!”