ედგარ დეგა – “ეპიზოდი”

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მყოფი დიდი ფრანგი მხატვარი და იმპრესიონისტურლი მხატვრული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ილერ ჟერმენ ედგარ დეგა (1834-1917 წლები),პარიზში თავისი სახელოსნოსათვის დასაქირავებელ ფართს ეძებდა.ხანგრძლივი ძებნის შემდეგ,როგორც იქნა პარიზის ერთ-ერთ ღარიბულ რაიონში ისეთ ოთახს მიაკვლია,როგორიც მას ესაჭიროებოდა.ბინის მეპატრონე ქალბატონი,სანამ ედგარ დეგას ბინას მიაქირავებდა,მას რამდენიმე წინაპირობა წაუყენა:

- მოგაქირავებთ ბინას,მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ,რომ აქ სიჩუმე უნდა სუფევდეს.

- მე საკმაოდ მშვიდი ადამიანი გახლავარ,ქალბატონო, – უპასუხა დეგამ.

- არავითარი სტუმრიანობა და არავითარი ყვირილი, – განაგრძო ქალმა.

- გპირდებით, – იყო პასუხი.

- გვიან სახლში არ დაბრუნდეთ,თორემ იატაკი ჭრიალებს და გვერდით ოთახში ძილს დამიფრთხობს, – დაამატა მან.

- კარგით,ვეცდები, – შეპირდა დეგა.

- თქვენ ხვრინვა იცით? გაითვალისწინეთ,რომ აქ ძალიან თხელი კედლებია.

- არა,ქალბატონო.ძალიან მშვიდი ძილი ვიცი, – უპასუხა მოთმინებადაკარგულმა ხელოვანმა.

- ესე იგი ყველაფერი წესრიგშია.მე თქვენ მოგაქირავებთ ბინას, – მიუგო პასუხებით კმაყოფილმა ბინის მეპატრონემ და ის იყო წასვლა დააპირა,რომ მოულოდნელად დეგამ შეაჩერა:

- მინდა გაგაფრთხილოთ,ქალბატონო,რომ მე მხატვარი გახლავართ.სწორედ ამიტომ ვშიშობ,რომ ჩემი ფუნჯების წყლით გარეცხვის დროს წარმოქმნილი ხმაური თქვენ ძალიან შეგაწუხებთ, – ირონიულად მიუგო უცნაური პირობებით თავმობეზრებულმა დეგამ და ქალს ბინის დაქირავებაზე უარი განუცხადა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება