ტრუმენ გარსია კაპოტე – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი და პროზაიკოსი - ტრუმენ გარსია კაპოტე (1924-1984 წლები),საკუთარ თავს – “ჰორიზონტალურ მწერალს” უწოდებდა.ისევე,როგორც სხვა უამრავ გამოჩენილ ადამიანს,მასაც ახასიათებდა ერთობ უცნაური თვისებები.მაგალითად: იმისათვის,რომ ნაყოფიერად ემუშავა,აუცილებელი გახლდათ სამი რამ: დივანი,ყავა და სიგარეტი.დღის პირველ ნახევაში,თუკი მწერალი მხოლოდ ყავას მიირთმევდა,დღის მეორე ნახევარში მას ვისკით ან ბრენდით ანაცვლებდა.ყველაზე საინტერესო გახლავთ ის,რომ კაპოტე თავის დიდებულ ნაწარმოებებს ყოველთვის ფანქრით წერდა და ისიც იმ შემთხვევაში თუ დივანზე იყო წამოწოლილი.მან,სწორედ ასეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწერა თავისი შესანიშნავი ნაწარმოებები – “სადილი ტიფანისთან”,”ცივსისხლიანი”,”ბალახის ხმა” და სხვა.გასათვალისწინებილია ისიც,რომ ტრუმენი თავისი ნაწარმოებების დასაწერად არასოდეს გამოიყენებდა იმ პერიოდში ერთობ გავრცელებულ საბეჭდ მაქნანას და შეიძლება ითქვას,რომ აბსოლუტურ იგნორირებასაც უკეთებდა მის არსებობას. (ავტორი გენია.ჯი)