შარლ IX-ს შესახებ…
ეკატერინე მედიჩისა და ანრი II-ს ვაჟი – შარლ-მაქსიმილიან დე ვალუა,იგივე შარლ IX (1550-1574 წლები),რომელიც საფრანგეთის სამეფო ტახტზე 1560 წელს ავიდა,ქვეყნის ისტორიაში მეტად წარუმატებელი მეფის სახელით შევიდა,რადგან სწორედ მისი მმართველობისას განვითარდა საფრანგეთში მრავალრიცხოვანი რელიგიური ომები,მათ შორის “ფრანგი ხალხის ისტორიის სირცხვილად” წოდებული “ბართლომეს ღამე” (1572 წლის 23 აგვისტო),რა დროსაც კათოლიკე ფრანგებმა საშინელი ჟლეტა მოუწყვეს თანამემამულე ჰუგენოტებს.მიუხედავად იმისა,რომ ამის უმთავრესი ინიციატორი შარლის დედა – ეკატერინე მედიჩი იყო,როგორც ქვეყნის მმართველს,უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,შარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმთავითვე ვერ იყო მდგრადი,”ბართლომეს ღამის” შემდეგ გადატანილი უდიდესი სტრესის შემდეგ კი,კიდევ უფრო დამძიმდა.მას გარდა ფიზიკური არამდგრადი მდგომარეობისა,თან დაერთო სერიოზული სულიერი ტრამვაც.როგორც რიგი ისტორიკოსები ირწმუნებიან,”ბართლომეს ღამე”,პირველ რიგში თავად შარლის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ნაწილი იყო.იმ შეთქმულებისა,რომელსაც სათავეში მისივე დედა – ეკატერინე მედიჩი ედგა.ამ უმძიმესი მოვლენის შემდეგ,შარლი “ვენსენსის სასახლეში” გადავიდა,სადაც კიდევ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა: ტანჯავდა ციებ-ცხელება და გაურთულდა სუნთქვა.ამ ფაქტმა კი,ხალხში გაავრცელა ხმები იმის შესახებ,რომ საფრანგეთის მეფე ჰუგენოტების მიერ იქნა სამუდამოდ დაწყევლილი და შეჩვენებული. 1574 წლის 30 მაისს შარლ IX ვენსანსის სასახლეშივე აღესრულა.მისი გარდაცვალებიდან მეორე დღეს,მეფის სიკვდილის გამომწვევი მიზეზები შეისწავლა დიდმა ფრანგმა ქირურგმა და “თანამედროვე მედიცინის მამად” წოდებულმა – ამბრუაზ პარემ,რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის მეფეების ანრი II-ის,ფრსუა II-ის,შარლ IX-ისა და ანრი III-ის პირადი ექიმი იყო.ოფიციალური სამედიცინო დასკვნის თანახმად,შარლი ტუბერკულიოზური ინფექციის ფონზე გამოწვეული მეორადი პლევრიტის შედეგად აღესრულა.აღნიშნულ ვერსიას ბევრი ფრანგი ისტორიკოსი არ იზიარებს და აცხადებს,რომ იგი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.გარდა ამისა მიუთითებენ იმ საშუალებასაც,რითაც შეთქმულებმა მეფე მოწამლეს.მათ ამისათვის შარლის უსაყვარლესი წიგნი “შავარდნებზე ნადირობა” გამოიყენეს,რომლის ფურცლებიც შხამით იქნა გაჯერებული.მათივე მოსაზრების თანახმად,შარლი მისივე ძმისა და ტახტის შემდგომი მპყრობელის ანრი III ვალუას ინიციატივით იქნა მოწამლული.თუმცა აღნიშნული ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. (ავტორი გენია.ჯი)
ეკატერინე მედიჩი
ანრი III ვალუა
ამბრუაზ პარე (შარლ IX-ს პირადი ექიმი)
“ბართლომეს ღამე”
“ვენსენსის სასახლე”