ანტონ ჩეხოვი – “ეპიზოდი”

მაქსიმ გორკის მოგონებებიდან ვგებულობთ,რომ ერთ დღეს გამოჩენილი რუსი მწერალი,დრამატურგი და ექიმი – ანტონ ჩეხოვი (1860-1904 წლები),არისტოკრატულ საზოგადოებაში იქნა წვეულებაზე მიწვეული.ეს ის პერიოდია,როდესაც საბერძნეთსა და თურქეთს შორის სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებდა.წვეულების მიმდინარეობისას,აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ განსახილველ თემად იქცა.ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი,თუმცა თავის პოზიციას არ აფიქსირებდა ჩეხოვი.

- ანტონ პავლეს ძევ! თქვენ როგორ ფიქრობთ,რა შედეგით დასრულდება ომი? – ჩაეკითხნენ ანტონს.

ანტონმა გაიღიმა,თუმცა სერიოზული ტონით გასცა პასუხი:

- რაღა თქმა უნდა – მშვიდობით…

- გასაგებია,თუმცა მაინც ვინ დარჩება გამარჯვებული,ბერძნები თუ თურქები?

- მეჩვენება,რომ გამარჯვებული შედარებით ძლიერი დარჩება, – იყო პასუხი.

- და რომელია მათ შორის უფრო ძლიერი?- არ მოეშვნენ ჩეხოვს.

- ძლიერი არის ის,რომელსაც უფრო მოტივაცია და განათლება გააჩნია.

- ძალიან გონებამხვილური პასუხია! – წამოიძახა ერთ-ერთმა დამსწრემ და იქვე დაამატა:

- თქვენ რომელი უფრო გიყვართ ბატონო ანტონ,ბერძნები თუ თურქები?

ჩეხოვმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და შეკითხვაზე თავაზიანად უპასუხა:

- მე,ჩემო ბატონო,მარმელადი მიყვარს… თქვენ რა,არ გიყვართ მარმელადი?

ანტონის იუმორით გაჯერებულმა პასუხმა კი,წვეულების დამსწრეებში საერთო აღფრთოვანება და გულითადი სიცილი გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება