დიქტატორები ამბობდნენ…
1. ”მე საწოლშიც კი დავუწვები ეშმაკს, და გპირდებით, რომ ამის გამო სინდისი არასოდეს შემაწუხებს”. – მენგისტუ ჰაილე მარიამი (ეთიოპიის დიქტატორი)
2. “პოლიტიკა ისეთივეა როგორიც – კრივი.თქვენ ცდილობთ,რომ ნოკაუტში გაგზავნოთ მოწინააღმდეგე”. – იდი ამინი (ეთიოპიის დიქტატორი)
3. “ჩვენს ქვეყანას ისე ახასიათებენ,თითქოს იგი მხოლოდ სასაფლაო იყოს”. – რობერტ მუგაბე (ზიმბაბვეს დიქტატორი)
4. “მშვიდად გადავდგამ პირველ ნაბიჯს მარადიულობისაკენ და წავალ ამქვეყნიდან ისე,რომ საკუთარ სახელს ისტორიაში დავტოვებ”. – ჟეტილიუ ვარგასი (ბრაზილიის დიქტატორი) – (ავტორი გენია.ჯი)
5. “ჩილეში არც ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდება ხიდან ისე,რომ ეს მე არ ვიცოდე”. – აუგუსტო პინოჩეტი (ჩილეს დიქტატორი)
6. “დიადი იდეოლოგია დიად დროებას ჰქმნის”. – კიმ ჩენ ირი (ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი)
7. “ჩემი პრინციპი შიდა პოლიტიკისა – “არაფერი არაფრისათვისაა”. – ბენიტო ამილკარე მუსოლინი (იტალიის დიქტატორი)
8. “ბელორუსიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს,რომ მე არავის წინაშე არა ვარ ვალდებული.თქვენ ითხოვდით ბელადს და მე მოგეცით ბელადი”. – ალექსანდრე ლუკაშენკო (ბელორუსიის დიქტატორი)
9. “ჩვენ არავის არ უნდა დავუჯეროთ.თვით საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი”. – ნიკოლაუ ჩაუშესკუ (რუმინეთის დიქტატორი)
10. “მხოლოდ ფანატიკურად აღგზნებული ბრბოა მარტივად სამართავი”. – ადოლფ ჰიტლერი
11. “ტანჯვა-წამება – ჰაიტელი ხალხის ბედისწერაა”. – ჟან-კლოდ დიუვალიე (ჰაიტის დიქტატორი) – (ავტორი გენია.ჯი)
12. “ჩვენ დავდექით იმ გზაზე,რომელზეც ვალდებულია იაროს რუმინელმა ხალხმა – ტოტალიტარული ნაციონალიზმი”. – იონ ანტონესკუ (რუმინეთის დიქტატორი)
13. “ბელადი – ბელადია.ის მაღლა მფრენი არწივია და ნაძირლების მცდელობები მის სიმაღლემდე აფრინდნენ,უშედეგოდ დასრულდება”. – მაბუტუ სესე სეკო (კონგოს დიქტატორი)
14. “ახალგაზრდების კბილები ისეთი ჯანმრთელი და ძლიერი უნდა იყოს,რომ მათ ძვლების გადახვრაც შეეძლოთ”. – საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენეთის დიქტატორი)
15. “პირადად ჩემთვის,პოლიტიკა – ფულია”. – ჟან ბედელ ბოკასა (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დიქტატორი)
16. “ჩემი პოლიტიკა სიმართლეზე იყო აგებული,თუმცა რეგიონალური ხელმძღვანელები ადგილებზე ჩემს ბრძანებებს სახეს უცვლიდნენ”. – პოლ პოტი (კამბოჯის დიქტატორი)
17. ”რასაც ვერ აღასრულებს კანონი,უნდა აღასრულოს ტყვიამ”. – იოსებ სტალინი
18. “ჩემი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ,ჩემს ჯიბეში მხოლოდ ფერფლიღა დარჩება”. – ანტონიუ სალაზარი (პორტუგალიის დიქატორი)
19. “მე ვიცი,როგორია ჰაიტელი ერი,რადგან თავად ვარ – ჰაიტელი ერი”. – ფრანსუა დიუვალიე (ჰაიტის დიქტატორი)
20. “რა არის ეს თქვენი დემოკრატია,თუკი ის ღარიბებისათვის არ არსებობს?” – ფერდინანდ მარკოსი (ფილიპინების დიქტატორი) – (ავტორი გენია.ჯი)