“სენსაციური ფაქტები” – კარლ მარქსის შესახებ…
რამდენიმე ხნის წინ დასავლურ ქვეყნებში გამოცემულ იქნა – ფრენსის ვინის მიერ დაწერილი სენსაციური მასალების შემცველი წიგნი,სახელწოდებით – “კარლ მარქსი ცხოვრებაში”.როგორც სათაურიდანვე ჩანს,იგი ეძღვნება ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსს,ეკონომისტს,პოლიტიკურ თეორიტიკოსსა და ისტორიკოსს – კარლ მარქსს (1818-1883 წლები),რომლის იდეებზეც დაფუძნებულ იქნა თანამედროვე კომუნიზმი.მან თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა 1848 წელს გამოქვეყნებულ “კომუნისტური პარტიის მანიფესტში”,რომელიც იქცა კიდეც მრავალი თაობის კომუნისტებისა და რევოლუციონორებისათვის,ერთგვარ – “ბიბლიად”.ფრენსის ვინის მიერ დაწერილ კარლ მარქსის ბიოგრაფიაში ვხვდებით ისეთ სენსაციურ მასალებს,რომლებიც საზოგადოებისათვის უცნობი გახლდათ.მაშ ასე:
ებრაული წარმომავლობის მქონე კარლ მარქსი,ანტისემიტი და რუსოფობი იყო.სწორედ ამიტომ შენიშნავდნენ ირონიულად ისტორიკოსები,რომ რუსეთში რევოლუცია თვით “რუსოფობის” იდეებით იქნა განხორციელებული.მიუხედავად ებრაელების დევნისა,იგი მაინც არასოდეს მალავდა თავის წარმომავლობას.ეს მაშინ,როდესაც მამამისმა – ჰერშელ მარქსმა,ამის გამო სახელიც კი გამოიცვალა და ჰენრიხი დაირქვა.მის ანტისემიტურ განწყობილებას ამტკიცებს მეგობრისადმი – ფრიდრიხ ენგელსისადმი მიწერილი უამრავი წერილი.როგორც ირკვევა,მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონია ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ გერმანელ ფილოსოფოსთან,სოციალისტთან და პოლიტიკურ მოღვაწესთან – ფერდინანდ ლასალთან,რომელსაც თავის წერილებში,დაცინვით – “შავკანიან ებრაელად” მოიხსენიებდა.
ახალგაზრდობაში კარლს ახასიათებდნენ არა მარტო ჩხუბისთავად და უხეიროდ,ასევე დროს ტარების განსაკუთრებულ მოყვარულადაც.იგი გაწევრიანებული გახლდათ ერთ-ერთ სტუდენტურ კლუბში,სახელწოდებით – “ტავერნ ტრირი”,რომელთა წევრების უმთავრეს “ღირსებას”,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – კარგად დათრობის (გალეშვის) უნარი წარმოადგენდა.ხშირად იღებდა მონაწილეობას ჩხუბებში და დებოშებში.ახალგაზრდა კარლი მუდმივად ატარებდა პისტოლეტს.როგორც ირწმუნებიან,კარლ მარქსი თავისი უხიაგი ხასიათის გამო აუცილებლად მოხვდებოდა ციხეში,რომ არა მამის ტკივილით აღსავსე წერილები,რომელიც მასზე დიდ შთაბეჭდილებასა და გავლენას ახდენდა.მიუხედავად ამისა,იგი მშობელს საპასუხო წერილს თითქმის არასდროს უგზავნიდა,რის გამოც მამა მას უპატივცემულობაში სდებდა ბრალს.ავადმყოფი ჰენრიხი მუხლმოდრეკილი თხოვდა,რომ ოჯახიდან ცალკე არ გასულიყო,თუმცა მარქსმა მისი თხოვნა არად ჩააგდო და სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.საყურადღებოა ისიც,რომ მამის დაკრძალვას 1838 წლის გაზაფხულზე, 20 წლის ასაკში მყოფი კარლი არ დასწრებია და თავს იმით იმართლებდა,რომ “ბერლინიდან ტრირამდე დიდი და მომქანცველი გზა იყო”. (ავტორი გენია.ჯი)
1867 წელს გამოცემული კარლის ნაშრომის – “კაპიტალი”-ს შესახებ,თავად ავტორი წუხდა,რომ იგი მას სიგარეტის საყიდელ ფულსაც კი არ მოუტანდა.თუმცა მეტ-ნაკლებად შეცდა,რადგან პირველი გამოცემიდან მარტო 500 ეგზემპლარი მეკობრული გზით იქნა გაყიდული აშშ-ი.წარმატება წიგნს იმ რეკლამამაც მოუტანა,რომლითაც იგი იყიდებოდა: “ეს არის წიგნი,რომელიც სრულყოფილად აგიხსნით თუ საიდან შეიძლება მიიღოთ მოგება”.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მარქსს დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა ტექსტილის ბიზნესში ჩართული ფრიდრიხ ენგელსი.”კაპიტალის” გარდა,მარქსისათვის ხელშესახები ფინანსური მოგება არც ერთ ნაშრომს არ მოუტანია და მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მცირეოდენ ჰონორარებს იღებდა ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებით.
კარლ მარქსი “აღმერთებდა” არისტოკრატიას და ერთობ ამაყობდა იმით,რომ მისი მეუღლე – ჟენი ფონ ვესტფალენი (1814-1881 წლები) – ბარონესა იყო.ძალიან უყვარდა რესპექტაბელურ კურორტებზე დასვენება და ამისათვის იმასაც კი არ ერიდებოდა,რომ ოჯახიდან ვერცხლის ჭურჭელი ჩაებარებინა ლომბარდში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ისეთი პროფესიის ადამიანებისგანაც კი სესხულობდა ფულს,როგორებიც იყვნენ ხაბაზები.საინტერესოა ის ფაქტიც,რომ მარქსის ერთ-ერთი ბიძა ფილიპ მარქსი,რომელმაც ვაჭრობიდან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები დააგროვა და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილ ნიდერლანდულ კომპანიას – “ფილიპსს”,მუდმივად ეხმარებოდა ეკონომიკურად შეჭირვებულ ნათესავს.
კარლ მარქსმა,მისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე,სულ რაღაც ორჯერ სცადა მუშაობის დაწყება,თუმცა მისი თხოვნა კომპანიების მიერ არც ერთხელ არ იქნა დაკმაყოფილებული.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ როდესაც მარქსის მეუღლე ნიდერლანდებში ბიძასთან იქნა მივლენილი ფულის გამოსართმევად,სწორედ იმ პერიოდში დაფეხმძიმდა მათი მოსამსახურე ქალი – ჰელენ დემუტ-ლენხენი,რამაც დიდი ეჭვი გააჩინა იმის შესახებ,რომ მარქსსა და მის მოსამსახურე ქალს შორის ინტიმური ურთიერთობები არსებობდა. 1962 წელს გერმანელმა ისტორიკოსმა – ჰანს ბლუმენბერგმა აღმოაჩინა დოკუმენტები,რომელიც ადასტურებდა გავრცელებულ ხმებს ზემოაღნიშნული მოვლენის შესახებ.დადასტურდა ისიც,რომ ფრედერიკ დემუტი კარლ მარქსის უკანონო ვაჟი იყო.
1882 წლის 28 აპრილით დათარიღებულ მეტად საინტერესო შინაარსის მქონე წერილში,რომელიც მარქსმა ენგელსს ალჟირში მოგზაურობიდან გაუგზავნა,აუწყებდა,რომ დალაქს მისთვის დამახასიათებელი წვერ-ულვაში გააპარსინა.მანამდე კი ის ფოტო გადაიღო,რომელიც ყველაზე ფართოდ არის დღეს გავრცელებული.
საინტერესოა ისიც,რომ თანამედროვე კომუნიზმის ფუძემდებლის – კარლ მარქსის დაკრძალვას მიუხედავად მისი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახისა,მხოლოდ და მხოლოდ 11 ადამიანი დაესწრო.დიდ ბრიტანეთში გამომავალმა პოპულარულმა ყოვედღიურმა ეროვნულმა გაზეთმა “The Times”-მა,კარლ მარქსის გარდაცვალებას ერთ აბზაციანი ნეკროლოგი მიუძღვნა,თუმცა საინტერესოა ის რომ ასეთი პატარა მოცულობის ნეკროლოგიც კი ფაქტოლოგიურ შეცდომებს შეიცავდა.რიგი გამოცემები კი იუწყებოდნენ,რომ მარქსის საფლავზე უნდა გაკეთებულიყო შემდეგი სახის ეპიტაფია: “აქ განისვენებს კარლ მარქსი.ადამიანი პასპორტისა და მოქალაქეობის გარეშე.გერმანიამ ის გააძევა და დაკავებით ემუქრებოდა,საფრანგეთს ეჭვის ქვეშ ჰყავდა,ხოლო დიდმა ბრიტანეთმა მოქალაქეობაზე უარი განუცხადა”. (ავტორი გენია.ჯი)
ჟენი ფონ ვესტფალენი (კარლ მარქსის მეუღლე)
კარლ მარქსი და მისი ოჯახი ფრიდრიხ ენგელსთან ერთად
ფერდინანდ ლასალი,რომელსაც კარლ მარქსი “შავკანიან ებრაელს” უწოდებდა
კარლ მარქსის საფლავი