ადელაინ ვირჯინია ვულფი – “ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მწერალი-მოდერნისტი,კრიტიკოსი და ესეისტი ქალი - ადელაინ ვირჯინია ვულფი (1882-1941 წლები) ამბობდა: “ყოველ ქალს,რომელიც მწერლობას აპირებს,აუცილებლად უნდა გააჩნდეს მწერლობისათვის საჭირო ყველა პირობა და საკუთარი ოთახიო”.როგორც ცნობილია,ვირჯინიას მშობლები – სერ ლესლი სტივენი და ჯული დაკუორტი სახელგანთქმული ლიტერატურული კრიტიკოსები იყვნენ,ხოლო მისი უფროსი და ვანესა კი,გამოჩენილი მხატვარი და დიზაინერი გახლდათ.ქუენტინ ბელი,რომელიც ვირჯინიას დისშვილი (ვანესას ქალიშვილი) და მისი პირადი ბიოგრაფი იყო,გვამცნობდა,რომ ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი მწერალი ქალი,თავის დიდებულ ნაწარმოებებს მუდმივად ფეხზე მდგომი წერდა.დამეთანხმებით,რომ ასეთი მეთოდით მუშაობა მწერლებისათვის ძალიან საკვირველი თვისებაა,თუმცა თუკი გავითვალისწინებთ სხვა გენიალური მწერლების უცნაურ თვისებებსაც,ალბათ ვირჯინიას ქმედებაშიც თავისებურ ლოგიკას დავინახავთ.მაგალითად,როდესაც ფრანც კაფკას უთხრეს,რომ პოეტი ერნსტ ლედერერი თავის ლექსებს ძალიან ღია-ლურჯისფერი მელნით სპეციალურ ქაღალდებზე წერდა,მას ეს სრულებით არ გაკვირვებია და განაცხადა: “ყოველ მაგს თავისებური ცერემონიები გააჩნია.ჰაიდნი თავზე პარიკს გაიკეთებდა და გენიალურ მუსიკას საზეიმოდ გამოწყობილ ფორმაში წერდა.ასე.რომ ამაში საოცარი არაფერია და სწორედ ასეთი უცნაურობები ეხმარება მათ უკვდავი ნაწარმოებების შექმნაშიო”.

ვირჯინია ვულფმა.იმისათვის,რომ ნაწარმოებები ფეხზე მდგომს დაეწერა,სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა დაქანებული ზედაპირის მქონე 106,4 სანტიმეტრის სიმაღლის მოლბერტი და მთელი ცხოვრება აღნიშნულ მოლბერტზე მუშაობდა კიდეც.ქუენტინ ბელი გვამცნობდა: “ვირჯინიამ ფეხზე მდგომმა იმიტომ დაიწყო წერა,რომ მისი და (ვანესა),ისევე როგორც სხვა მხატვრები,ფეხზე მდგომი ხატავდა.მან ერთ-ერთი საუბრისას მითრა,რომ ის მანამ არ შეწყვეტდა ასეთი მეთოდით წერას,სანამ საკუთარი დის მსგავს პოპულარობას არ მოიპოვებდა.მიუხედავად იმისა,რომ დროთა განმავლობაში იგი ვანესაზე წარმატებული გახდა,ამ უცნაურ “საწერ მაგიდასთან” ექსტრავაგანტული მეთოდით მუშაობა უკვე ჩვეულებაში გადაეზარდა და არასოდეს შეუწყვეტიაო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>