როალდ დალი – „ეპიზოდი”
ნორვეგიული წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი მწერალი, მეზღაპრე, პოეტი და სცენარისტი – როალდ დალი (1916-1990 წლები), თავის ბრწყინვალე ლიტერატურულ ქმნილებებს მუდმივად განმარტოებაში მყოფი წერდა.საინტერესოა ის გარემოება, რომ როდესაც შთაგონების მორევში ჩაიძირებოდა, სასწრაფოდ ტოვებდა სახლს და ეზოში მდგომ ფიცრულ ფარდულში მიდიოდა. ეს ის ფარდული გახლდათ, რომელიც მწერლისათვის უსაყვარლესი განმარტოების ადგილი იყო და, რომესაც როალდი თავის „ბუდედ” მოიხსენიებდა ხოლმე. ფარდულში სხვა სასოფლო-სამეურნეო ნივთებთან ერთად სავარძელიც იდგა. თუმცა იქ არ იყო მაგიდა. უმაგიდობა კი თავის მხრივ, დალის ნაკლებად აწუხებდა, რადგან თავის ნაწარმოებებს იგი ყოველთვის მჯდომიარე მდგომარეობაში, მუხლებზე დადებულ ყვითელი ფერის მქონე მოზრდილ ბლოკნოტებში წერდა… ფანქრის გამოყენებით. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ცივ დღეებში ფარდულშიც ისე ციოდა, როგორც ქუჩაში (იქ დამონტაჟებული არ ყოფილა გათბობის საშუალება), მწერალი თავის დამკვიდრებულ ჩვეულებას მაინც არ ღალატობდა: გაეხვეოდა საძინებელ ტომარაში და ასე განაგრძობდა მუშაობდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როალდ დალის ლიტერატურული მუშაობის პროცესში, თავის სიახლოვეს აუცილებლად ედო შოკოლადის შესაფუთი ქაღალდებისაგან დამზადებული სპეციალური ბურთი. მათ შორის იმ ქაღალდებისგანაც შემდგარი, რომლებსაც ბავშვობაში აგროვებდა. საგულსხმოა ისიც, რომ როალდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები – „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა”, სწორედ რომ ამ უტკბილეს ნუგბართან გახლდათ დაკავშირებული.
P.S. ცნობისათვის, როალდ დალი დიდ დახმარებას უწევდა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს.„საოცარი ბავშვების საქველმოქმედო ფონდი”, რომელიც მან დააარსა, დღემდე აქტიურად ეხმარება ნევროპათოლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებების მატარებელ ათასობით ბავშვს. გარდა ამ დიდი სიკეთისა, ფონდი აფინანსებს რიგ სამეცნიერო კვლევებსაც. (ავტორი გენია.ჯი)