ალექსანდრე პუშკინი – “ეპიზოდი”
ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელს,პოეტს,დრამატურგსა და პროზაიკოსს – ალექსანდრე პუშკინს (1799-1837 წლები),განსაკუთრებულად უყვარდა ლიმონათი.პუშკინის ეს თვისება,მისივე ლიტერატურული მუშაობის პროცესში კიდევ უფრო თვალნათელი ხდებოდა.როგორც ალექსანდრეს კამერდინერი – ნიკოფორე ფედოროვი ირწმუნებოდა,პუშკინს ღამის საათებში მუშაობისას,აუცილებლად ჰქონდა მომარაგებული ლიმონათის გარკვეული რაოდენობა.გარდა ლიმონათისა,მას ყავაც ძალიან უყვარდა,თუმცა არა ისე,როგორც – ლიმონათი.რუსეთის საიმპერატორო არმიის ერთ-ერთი ოფიცერი,ალექსანდრეს უახლოესი მეგობარი და მისი სეკუნდანტი უკანასკნელ დუელში – კონსტანტინე დანზასი,თავის მოგონებებში აღნიშნავდა,რომ,როდესაც ისინი ბარონ ჟორჟ შარლ დანტესთან გასამართი დუელისათვის მიემართებოდნენ,პუშკინმა საკონდიტროში შეიარა და როგორც შემდგომ აღმოჩნდა,უკანასკნელად მიირთვა თავისი უსაყვარლესი სასმელი – ლიმონათი. (ავტორი გენია.ჯი)