უილიამ ვორდსვორტი – “ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი პოეტი და ავტორი საყოველთაოდ ცნობილი პოეტური კრებულისა “ლირიკული ბალადები” - უილიამ ვორდსვორტი (1770-1850 წლები),ერთობ გასაოცარი თვისების მქონე რომანტიკოსი ხელოვანი გახლდათ.მას ღრმად სწამდა,რომ თუკი ადამიანი გულით შეიგრძნობდა – ბუნება არა მარტო “სუფთა ვნებისა და გართობის” საწყისი,არამედ ზოგადად ყოველივეს საწყისი იყო.ვორდსვორტი ისევე,როგორც სხვა უამრავი ხელოვანი,ერთი მეტად საოცარი თვისებით გამოირჩეოდა.მისი უცნაურობა კი იმაში მდგომარეობდა,რომ იგი თავისი შემოქმედების უმთავრეს ცენზორად,საკუთარ ძაღლს მიიჩნევდა.როდესაც უილიამი ამა თუ იმ პოეტურ ქმნილებას დაწერდა,პირველ რიგში თავის საყვარელ ძაღლს უკითხავდა.იმ შემთხვევაში,თუ ძაღლი პატრონის მიერ დაწერილი პოეტური ქმნილების წაკითხვის დროს ღრენას ან ყეფას დაიწყებდა,მაშინ ვორდსვორტი აუცილებლად იღებდა ხელში კალამს და პოემასა თუ ლექსში შესწორებები შეჰქონდა,ან სრულებით ანადგურებდა კიდეც მათ. (ავტორი გენია.ჯი)