თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
გენიალური რუსი მწერლის,მოაზროვნის,ფილოსოფოსისა და პუბლიცისტისათვის – თედორე დოსტოევსკისთვის (1821-1881 წლები),ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას – ადამიანებისადმი განსაკუთრებული ინტერესი წარმოადგენდა.მას ძალიან უყვარდა უცხო ადამიანების გაცნობა და ხშირად გაუჩერებია კიდეც გზაში მრავალი შემთხვევითი გამვლელი,რომელთაც შეკითხვებს უსვამდა სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხზე.ამ დროს კი იგი თანამოსაუბრეს პირდაპირ თვალებში უყურებდა.როგორც დოსტოევსკის ბიოგრაფები ირწმუნებიან,თედორე სწორედ ამ მეთოდით აგროვებდა მასალებს მისი მომავალი “შედევრი” ნაწარმოებებისათვის.როდესაც რომანის ფორმირება ჩამოყალიბდებოდა და იდეა მომწიფდებოდა,დიდი ხნით იკეტებოდა ოთახში.ასეთ დროს,მას არც ჭამა ახსენდებოდა და არც ძილი.გარდა ამისა,შეუწყვეტლად სცემდა ბოლთას და ხმამაღლა ყვებოდა იმ ტექსტს,რომელიც ნაწარმოების მოქმედ გმირებს უნდა გამოეთქვათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ როდესაც თედორე დოსტოევსკი,თავის დიდებულ ნაწარმოებზე – “დანაშაული და სასჯელი” მუშაობდა,მოსამსახურე მოხუცმა ქალმა უარი განაცხადა მის მომსახურეობაზე.უარი კი იმით ახსნა,რომ დოსტოევსკი ვიღაცის მოკვლას აპირებდა.სინამდვილეში,იგი ამ დროს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟის ციტირებას აკეთებდა. (ავტორი გენია.ჯი)