უილიამ შექსპირის შესახებ…
გენიალური ინგლისელი პოეტისა და დრამატურგის – უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები) ბიოგრაფიის შესახებ,მეცნიერებს დღემდე აბნევთ ის გარემოება,თუ როგორ მოახერხა საშუალო განათლების არ ქმონე პიროვნებამ მსოფლიო დრამატურგიის მწვერვალების დაპყრობა.ფაქტია: ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთ მტკიცებულებას იმისა,რომ უილიამმა თუნდაც ელემენტარული განათლება მიიღო,ეს მაშინ როდესაც ვერც მისი ოჯახის წევრები დაიტრაბახებდნენ კარგი განათლების დონით. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,სპეციალისტების მიერ გაკეთებული ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა,რომ შექსპირის ლექსიკონში 20 000-დან 25 000 სიტყვამდე მოიძევებოდა.საყურადღებოა რომ,იმ პერიოდში ყველაზე ერუდირებული ადამიანების ლექსიკონი დაახლოებით 9 000 – 10 000 სიტყვისაგან შედგებოდა.უილიამი გარდა მშობლიური ინგლისური ენისა,ბრწყინვალედ ფლობდა ფრანგულ,იტალიურ,ლათინურ და ბერძნულ ენებს.შესანიშნავად ერკვეოდა ინგლისისა და ძველი მსოფლიოს ისტორიებში.მის შედევრ-ნაწარმოებებში გამოყენებული აქვს ისეთი “ბუმბერაზების” ციტატები,როგორებიც იყვნენ – ჰომეროსი,ოვიდიუსი,სენეკა,პლუტარქე,პლავტუსი,არისოტო,მონტენი და სხები.კიდევ უფრო საოცარია ის,რომ შექსპირი კარგად იყო გათვითცნობიერებული მედიცინაში,ბოტანიკაში,იურისპოდენციაში,მუსიკაში,სამხედრო და საზღვაო ხელოვნებებში.
რიგ მეცნიერებში სწორედ ესოდენ გამაოგნებელმა ერუდირებულობამ წარმოშვა ეჭვები და ვერსიები იმისა,რომ სინამდვილეში უილიამ შექსპირის ფსევდონიმის უკან სულ სხვა სახელის მქონე ადამიანი იმალებოდა.ერთ-ერთ ასეთ პერსონად იტალიელ მიქელანჯელო კროპალანცას ასახელებენ.იგი ინკვიზიციას გაექცა სამშობლოდან და თავი ინგლისს შეაფარა,სადაც სახელი და გვარი გადაიკეთა.ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსისა და მწერლის – პოლ სტრეისის ვერსია კი,კიდევ უფრო სენსაციურია,რადგან იგი უილიამს ინგლისის დედოფლის – ელისაბედ I-ისა და მისი საყვარლის – ტომას სეიმურის “უკანონო” ვაჟიშვილად მოიხსენიებს.მიუხედავად უამრავი ეჭვებისა და ვერსიებისა,უილიამ შექსპირის ოფიციალური ბიოგრაფია კვლავ ისეთივე სახეს ინარჩუნებს,როგორიც იმთავითვე იყო. (ავტორი გენია.ჯი)