ოთარ ჭილაძე – “ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს”

ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს,

დუმილი ცაცხვის,ფიჭვის თუ მუხის…

ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,

ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.

ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის

წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს…

მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,

ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>