ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსისა და “ფარდობითობის თეორიის” ავტორის – ალბერტ აინშტაინის (1879-1955 წლები) ოფიციალურ ბიოგრაფიაში,არსად არის აღნიშნული ის გარემოება,რომ იგი “პედიკულიოზით” იტანჯებოდა (კანის პარაზიტული დაავადება,რომლისთვისაც დამახასიათებელია ტილები).როგორც ცნობილია,ალბერტი ძალიან იშვიათად იბანდა თავს და ასეთ იაშვიათ შემთხვევებშიც კი არასოდეს გამოიყენებდა შამპუნს.მას შემდეგ,რაც აინშტაინის რიგით მეორე მეუღლემ – ელზა აინშტაინმა მეუღლის თავში პატარა პარაზიტები შენიშნა,აღშფოთდა და ისე,რომ ქმარი არც კი გაუფრთხილებია,უმალ დაუკავშირდა ოჯახის პირად ექიმს – გუსტავ ბუკსს.როდესაც გუსტავი აინშტაინების ოჯახს ეწვია,ელზამ ქმრის განკურნებაში დახმარება სთხოვა.მეუღლის გადაწყვეტილებამ ალბერტი ძალიან გააღიზიანა და მკურნალობაზე ექიმს კატეგორიული უარი განუცხადა. (ავტორი გენია.ჯი) მან სრული სერიოზულობით აღნიშნა,რომ პარაზიტები ხელს არაფერში უშლიდნენ და პირიქით,დიდ დახმარებას უწევდნენ კიდეც მის ტვინს.გარდა ამისა,ხაზი გაუსვა იმასაც,რომ პარაზიტები მისთვის იმ ერთგვარ “იგლორეფლექსოთერაპევტებს” ანუ იგივე “რეფლექსოთერაპევტებს” წარმოადგენდნენ (ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება სპეციალური სამედიცინო ნემსების საშუალებით),რომლებიც დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში სტიმულირებას უწევდნენ ტვინის ქერქის ნერვულ დაბოლოებებს.რამდენად უწყობდა ხელს აინშტაინს ასეთი უცნაური ცრურწმენა უცნობია,თუმცა ფაქტია,რომ ელზას ამის შემდგომ,აღარასოდეს უცდია ალბერტი “პედიკულიოზისაგან” განეკურნა.რიგი ვერსიების თანახმად,აღნიშნული დაავადების წარმოქმნას ხელი ნებსით თუ უნებლიეთ,სწორედ თავად აინშტაინმა შეიწყო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>