მიქელანჯელო ბუონაროტი – “ეპიზოდი”
იტალიური რენესასნსის პერიოდის გენიალური იტალიელი მხატვარი,მოქანდაკე,არქიტექტორი და პოეტი – მიქელანჯელო დი ლოდოვოკო ბუონაროტი სიმონი (1475-1564 წლები),მისივე თანამედროვეების გადმოცემის თანახმად,ელემენტარულ ჰიგიენასაც კი არ იცავდა.იშვიათად იბანდა და იშვიათადვე იცვლიდა ტანისამოსს.გარდა ამისა,უმეტეს შემთხვევაში ტანისამოსით და ფეხსაცმელებით იძინებდა.მისი ერთ-ერთი მოწაფე ირწმუნებოდა,რომ დაუბანლობისაგან მიქელანჯელოს კანი გველის ტყავის მსგავსად იყო დახორკლილი. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის უმთავრეს მიზეზად სპეციალისტები ბუონაროტის აუტიზმს მიიჩნევენ.იგი პრაქტიკულად არ ურთიერთობდა ადამიანებთან და როდესაც იძულებული იყო მათთან პოლემიკაში შესულიყო,შუა საუბრისას მოულოდნელად წყვეტდა საუბარს და ტოვებდა მათ.დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა ლეონარდო და ვინჩისთანაც.რაფაელ სანტის შესახებ კი აცხადებდა,რომ თუკი მას ხელოვნებაში რაიმე წარმატებისათვის მიუღწევია,მისი დამსახურება იყო.ფაქტიურად,მიქელანჯელო თავის თანასწორ ხელოვნად არც ერთ გენიოს ხელოვანს არ მიიჩნევდა,რაც ხაზს უსვამს მის ამპარტავნულ ბუნებას.მიქელანჯელო ბუონაროტის უცნაური თვისება გამოვლინდა იმაშიც,რომ მან საჭიროდ არ მიიჩნია დასწრებოდა თავისი ღვიძლი ძმის დაკრძალვას.ეს მით უფრო საკვირველია,როდესაც მიქელანჯელო თავისი შემოსავლების დიდ ნაწილს საკუთარი ოჯახის წევრებს ახმარდა,მათ შორის ძმებსაც.
თავის საცხოვრებელ ბინაში,სადაც მარტო ცხოვრობდა,არ არსებობდა არანაირი ფუფუნების საგნები,ავეჯი და სხვა,რის გამოც ამ უდიდეს ხელოვანს ღარიბად მოიხსენიებდნენ.თუმცა,მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილ იქნა,რომ ბუონაროტი ძალიან დიდი სიმდიდრის მფლობელი იყო.მკვლევარების თანამედროვე გამოთვლებით,მიქელანჯელოს უძრავ-მოძრავი ქონება ათეულობით მილიონი დოლარის ექვივალენტად იქნა შეფასებული.
საინტერესოა ის გარემოებაც,რომ ბუონაროტი თავის პირველ სიყვარულსა და მუზას, 61 წლის ასაკში შეხვდა: 1536 წელს რომში ჩავიდა ცნობილი იტალიელი პოეტი ქალი – ვიტორია კოლონა,რომელიც იმ დროისათვის 47 წლის ასაკში იმყოფებოდა.სწორედ ეს ქვრივი ქალია ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი,რომელიც მიქელანჯელოსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და რომელსაც მიუძღვნა კიდეც ბუონაროტმა თავისი სონეტების დიდი ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი)
ვიტორია კოლონა