ერიკ XIV ვაზა – “ეპიზოდი”

შვედეთის მეფის - ერიკ XIV ვაზას (1533-1577 წლები) სულიერ აშლილობას,ქვეყანაში უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მისი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში (1560-1569 წლები) შვედეთის სამეფოში ადამიანები სიკვდილით ისჯებოდნენ გასაოცარი ბრალდებების გამო.მაგალითად,სახელმწიფო ღალატში ბრალი ედებოდათ იმ ადამიანებს,რომლებმაც მეფეს “ცუდი თვალით” შეხედეს,ან იმისათვის,რომ მათ იმ დროს გაიცინეს,როდესაც ამის საჭიროება არ იყო.ერიკ XIV-ს ბრძანებით სრულიად გაანადგურეს ერთი შვედური ოჯახი.მიზეზი კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,აღნიშნული ოჯახის შესანიშნავი ავტორიტეტი გახლდათ მოსახლეობაში.მას შემდეგ,რაც მეფე სასტიკი მეთოდებით ადამიანების მოკვდინებით დაკმაყოფილდებოდა,სამი დღის განმავლობაში ტყეში გადიოდა და მდუმარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ერიკს ეჩვენებოდა,რომ მის სხეულში არა თავისი,არამედ მისი ძმის სული სახლდებოდა.საბოლოო ჯამში,თავისი შიზოიდური და სადისტური თვისებებით განთქმული ერიკ XIV ვაზა,საკუთარმა ძმამ – იოჰანესმა ჩამოაგდო ტახტიდან და იორბიუსის სასახლეში გამოკეტა,სადაც მოწამვლის შედეგად იქნა მოკლული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>