იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
საბჭოთა გენსეკს – იოსებ სტალინს,ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა:
- ამხანაგო სტალინ! საინტერესოა,რატომ არის სომხეთის სოციალისტური რესპუბლიკის გერბზე არარატის მთა გამოსახული,მაშინ როდესაც იგი სომხეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს?
- გაითვალისწინეთ,რომ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული.თუმცა დამეთანხმებით,რომ არც იგი მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, – მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა ბელადმა. (ავტორი გენია.ჯი)