ჰაინრიხ ჰაინეს – “მატილდა”

გენიალურმა გერმანელმა პოეტმა,პუბლიცისტმა და კრიტიკოსმა – ჰაინრიხ ჰაინემ (1797-1856 წლები) ცოლად შეირთო სოფელში აღზრდილი ფრანგი გლეხის ულამაზესი ქალიშვილი - კრესენს ეჟენ მირატი.სანამ წყვილი დაქორწინდებოდა,მან აღმოაჩინა,რომ გოგონამ არა თუ გერმანულ ენაზე არ იცოდა წერა-კითხვა,არამედ ვერც მშობლიურ ფრანგულ ენაზე წერდა და კითხულობდა.იმისათვის,რომ ეჟენს ელემენტარული განათლება მაინც მიეღო,რამდენიმე სასწავლებელში დააწყებინა სწავლა და თავად იხდიდა სწავლისათვის დაწესებულ გადასახადებს.მიუხედავად ამისა,გოგონამ მაინც ვერაფერი შეისწავლა,რამაც იგი ერთობ დააკომპლექსა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ჰაინრიხის რჩეულმა ქალმა ისიც კი არ იცოდა,თუ რა მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ სიტყვა – პოეტი. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ თავისი მეუღლის შესახებ ერთობ გასაოცარი განცხადებაც კი გააკეთა: “ამბობენ,რომ ჰაინრიხი გონიერი ადამიანია და მრავალი შესანიშნავი წიგნის ავტორიც არის.მე ვენდობი ამ შეფასებას,თუმცა თავად მისი გონიერება არაფერში შემიმჩნევია”.ესოდენ უვიცი ქალის ყველაზე დიდ ნაკლს,მაინც მისი უხიაგი,ყბედი და ხეპრე ხასიათი წარმოადგენდა,რის გამოც არაერთხელ დაუცინიათ ჰაინესათვის მის მეგობრებს – კარლ მარქსსა და ფრიდრიხ ენგელს.მიუხედავად უამრავი თვისობრივი ნაკლისა,ჰაინრიხი თავისი ულამაზესი მეუღლის მიმართ მაინც დადებითად იყო განწყობილი და მოფერებით – “მატილდას” ეძახდა.იგი აღნიშნავდა,რომ მას ჰაინრიხი არა როგორც დიდი პოეტი,არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი შეუყვარდა,რაც უდიდეს მოწიწებას იწვევდა მის გულში.ამას თავად ეჟენიც აღიარებდა: “ჰაინრიხი იმიტომ მიყვარს,რომ კარგი ადამიანია!”

ექვს წლიანი არაოფიციალური თანაცხოვრების შემდეგ,ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ.ჰაინრიხ ჰაინე ცოლის კაპრიზებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდსულოვნად იტანდა.თუმცა საინტერესოა მისი ხუმრობით დაწერილი ანდერძის შინაარსი: “მთელ ჩემს ქონებას ეჟენს ვუტოვებ.თუმცა ერთი წინაპირობით,სახელდობრ: იგი ჩემი დაკრძალვიდან მალევე უნდა დაქორწინდეს,რადგან მსურს დარწმუნებული ვიყო იმაში,რომ ამქვეყნად რჩება ერთი ისეთი ადამიანი მაინც,რომელიც ყოველ დღე ინანებს ჩემს სიკვდილს,შეძახილით: “საცოდავი ჰაინე,რატომ მოკვდა? ის რომ ცოცხალი ყოფილიყო მე ხომ აღარ შევირთავდი ეჟენს ცოლად?!” ბიოგრაფების ერთი ნაწილი,აღნიშნულ ანდერძს ჰაინეს სერიოზულ ანდერძად განიხილავს,თუმცა ფაქტია,რომ ამ სიტყვების დაწერის შემდეგ,ჰაინემ სულ რაღაც ორ დღეში კვლავ დაწერა ანდერძი,სადაც მთელი თავისი ავლა-დიდების ერთადერთ მემკვიდრედ სწორედ ეჟენი დაასახელა. 1856 წლის 17 თებერვალს – ჰაინრიხ ჰაინე პარიზში გარდაიცვალა.როგორც რიგი ბიოგრაფებისა ირწმუნება,ეჟენი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა.ორად ორი საჯარო ადგილი,სადაც მას ხალხი ხშირად ხედავდა – თეატრი და ცირკი იყო.მეუღლის გარდაცვალებიდან  27 წლის გასვლის შემდგომ – კრესენს ეჟენი მირატი ზუსტად იმ თვესა და რიცხვში (1883 წლის 17 თებერვალს) აღესრულა,რომელშიც ჰაინრიხი გარდაიცვალა (ერთი ვერსიის თანახმად მან თავი მოიკლა).საყურადღებოა ის ფაქტი,რომ ეჟენი ისე გარდაიცვალა,რომ არასოდეს წაუკითხავს მეუღლის ბრწყინვალე ლექსები. (ავტორი გენია.ჯი)

ჰაინრიხ ჰაინე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>