გამაოგნებელი ფაქტები – ალექსანდრე პუშკინის წინაპრების შესახებ…

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გამოჩენილი რუსი პოეტის,დრამატურგის,პროზაიკოსისა და ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლის – ალექსანდრე პუშკინის (1799-1837 წლები) წინაპრები დედის მხრიდან ეთიოპელები გახლდნენ.აღნიშნულ პოსტში გაგაცნობთ მისი წინაპრების ბიოგრაფიების მეტად საინტერესო და უცნობ დეტალებს.ალექსანდრეს დიდმა ბაბუამ მამის მხრიდან – ალექსანდრე პეტრეს ძემ,ერთ-ერთი შიზოფრენიული შეტევისას საკუთარი ორსული მეუღლე,დანის გამოყენებით აკუწა და მოკლა.პუშკინის ბაბუა – ლევ პუშკინი,რომელიც არტილერიის პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა,განსაკუთრებული სისასტიკით,სიფიცხითა და ეჭვიანობით გამორჩეული პიროვნება იყო.”ბაბუა მეტად ფიცხი და სასტიკი ბუნების კაცი იყო”, – აღიარებდა თავად ალექსანდრეც. (ავტორი გენია.ჯი) მან თავის რიგით პირველ მეუღლეს – მარია ვოეიკოვას ბრალი დასდო საკუთარი შვილების მასწავლებელთან ინტიმურ ურთიერთობაში,რის გამოც იგი სახლში სპეციალურად მოწყობილ ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული და იქვე გარდაიცვალა 1757 წელს.ასეთივე ამაზრზენი მეთოდებით უსწორდებოდა ლევ პუშკინი მის რიგით მეორე ცოლს – ოლგა ჩიჩერინასაც.

ალექსანდრე პუშკინის დიდი ბაბუა დედის მხრიდან – იბრაგიმ განიბალი,წარმოშობით ეთიოპელი თავადის ვაჟი გახლდათ,რომელიც თურქებმა 7 წლის ასაკში მოიტაცეს და რუსეთის ელჩზე გაყიდეს.თავის მხრივ ელჩმა რაგუზსკიმ იგი პეტრე I-ს აჩუქა და გენერალ-ანშეფის ჩინსაც მიაღწია.მისი თანმედროვეები ირწმუნებიან,რომ იბრაგიმი სისასტიკით,ველური ბუნებით,ეჭვიანობითა და სიძუნწით გამორჩეული პიროვნება იყო. 1731 წელს იგი რუს ქალზე – ევდოკია დიოპერზე დაქორწინდა.თუმცა მალევე,მას ღალატში დასდო ბრალი და დაიწყო კიდეც მის მიმართ არაადამიანური სისასტიკის გამოყენება.თავისი გავლენებით იბრაგიმმა მოახერხა ქალი საბოლოოდ გამოეკეტა სტაროლაჟოდის მონასტერში,რის შემდეგაც მეორედ დაქორწინდა.ამჯერად მისი “რჩეული” – ქრისტინა შებერგი გახდა.

ალექსანდრე პუშკინის ბაბუა დედის მხრიდან – ოსიპ განიბალი,ახალგაზრდული ასაკიდანვე გამოირჩეოდა აღვირახსნილი ცხოვრების წესითა და სასტიკი ხასიათით.როგორც მისი თანამედროვეები გვარწმუნებენ,ოსიპი იმდენად ამაზრზენი პიროვნება ყოფილა,რომ თავად სისასტიკით განთქმული მამაც კი დასანახად ვერ იტანდა.საინტერესოა ის,რომ ალექსანდრე პუშკინის მამა სერგეი (მოყვარული-პოეტი) და დედა – ნადეჟდა განიბალი,მათი წინაპრებისაგან განსხვავებით ბევრად ცივილიზებული ადამიანები იყვნენ და ძალიან ამაყობდნენ უფროსი ვაჟის წარმატებებით. (ავტორი გენია.ჯი)

სერგეი პუშკინი (ალექსანდრეს მამა)

ნადეჟდა განიბალი (ალექსანდრეს დედა)

იბრაგიმ განიბალი (ალექსანდრეს დიდი ბაბუა დედის მხრიდან)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>