ვარვარა დოსტოევსკაიას შესახებ…
გენიალური რუსი მწერლის,მოაზროვნის,ფილოსოფოსისა და პუბლიცისტის – თედორე დოსტოევსკის უფროსი და - ვარვარა დოსტოევსკაია-კარეპინა (1822-1893 წლები),ძალიან ძუნწი ხასიათით გამორჩეული ქალბატონი გახლდათ.ვარვარას ამ მაინკიერი თვისებისა და ზოგადად მის შესახებ,თედორეს ქალიშვილი – ლუბოვ დოსტოევსკაია წერდა:
“რაღა თქმა უნდა,ყველაზე უბედური მამიდაჩემი – ვარვარა იყო.იგი ცოლად გაჰყვა ძალიან მდიდარ ადამიანს,რომლის სიკვდილის შემდეგაც რამდენიმე დიდებული სახლი დარჩა (ვარვარა დაქორწინებული გახლდათ მოსკოვის სამხედრო კანცელარიის გენერალ-გუბერნატორზე და მმართველზე – პ.კარეპინზე. – ავტორი გენია.ჯი).ამ სახლებს მისთვის დიდი შემოსავალი შემოჰქონდა,რის გამოც მისი შვილები კარგად იყვნენ მოწყობილი და არაფრის ნაკლებობას არ განიცდიდნენ.ვარვარას თავისუფლად შეეძლო უზრუნველეყო საკუთარი სიბერეც,თუმცა,სამწუხაროდ საცოდავი ქალი თავს იტანჯავდა ისეთი საშინელი თვისებით,როგორიც გახლდათ თანდაყოლილი – პათოლოგიური სიძუნწე.თითოეული კაპიკის დახარჯვა მას უბედურ ადამიანად აქცევდა ხოლმე,რის გამოც სახლიდან მოსამსახურეც კი დაითხოვა.მიუხედავად იმისა,რომ ზამთარში მამიდაჩემის უზარმაზარ სახლში გაუსაძლისი ყინვა იყო,მას არასოდეს გამოუყენებია გათბობის საშუალებები და მთელ ზამთარს ქურქში გახვეული ატარებდა.ფულის ხარჯვა იმდენად დიდ ტრაგიზმს იწვევდა მასში,რომ საკვების შეძენაშიც კი ენანებოდა თანხის გაღება.ყოველ კვირაში ყიდულობდა მცირე რაოდენობის პურსა და რძეს.მის ირგვლივ ყველამ იცოდა თუ რაოდენ მდიდარი და ძუნწი იყო იგი.ხალხში დადიოდა ხმები,რომ მამიდაჩემი ფულს სახლში ინახავდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა გლეხმა,რომელიც შვეიცარად მუშაობდა,თანამზრახველთან ერთად გადაწყვიტა ვარვარა გაეძარცვა.მძარცველები ღამით შეიპარნენ საცოდავი ქალის სახლში და ძარცვის დროს გაგუდეს,ისევე,როგორც წლების წინ გაგუდეს მამაჩემი (თედორე დოსტოევსკის სწორედ მამის (მიხეილის) მკვლელობის შემდეგ განუვითარდა პირველი ეპილეფსიური შეტევა)”.
მიუხედავად,ესოდენ დიდი სიძუნწისა,თედორეს მაინც ძალიან უყვარდა და ებრალებოდა ვარვარა და არასოდეს ახსენებდა ღვიძლი დის ამ უარყოფით თვისებას.ერთ-ერთ ჩანაწერში კი აღნიშნავდა: “ვარვარა იშვიათი გონებისა და მტკიცე ხასიათის ქალია.ის დიდებული და და საოცარი ადამიანია.მე ის ძალიან მიყვარს”. (ავტორი გენია.ჯი)