ჟორჟ ბენჟამენ კლემანსო – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ფრანგ პოლიტიკოსს,სახელმწიფო მოღვაწეს,ჟურნალისტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ჟორჟ ბენჟამენ კლემანსოს (1841-1929 წლები),არაერთხელ მიუღია მონაწილეობა იმ პერიოდისათვის ერთობ დამკვიდრებულ ორთაბრძოლაში,რომელსაც დუელს ვუწოდებთ.იგი საკმაოდ კარგად ფლობდა იარაღის სროლის ხელოვნებას და ყოველ ჯერზე გამარჯვებულიც გამოდიოდა.ცნობილია,რომ პარიზში გასამართი თითქმის ყველა დუელი,საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში,მატარებლის ბოლო გაჩერებასთან ახლოს იმართებოდა.შესაბამისად,კლემენსო დანიშნულ ადგილას მატარებლისვე საშუალებით მიდიოდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ იგი დუელის წინ,დანიშნულ ადგილას გასამგზავრებლად ყოველთვის ერთ ბილეთს იძენდა და არასოდეს ყიდულობდა უკან მოსაბრუნებელ ბილეთებს.მას შემდეგ,რაც ერთ-ერთ დუელში მიმავალმა კლემანსომ,კვლავაც მხოლოდ გასამგზავრებელი ბილეთი შეიძინა,მას თავისმა ახლო მეგობარმა,გულისტკივილით მიმართა:
- ეს ხომ ძალიან სენტიმენტალურია,ჟორჟ?
- სრულებითაც არა,მეგობარო! რომ იცოდე,მე ყოველთვის ვსარგებლობ იმ უკან დასაბრუნებელი ბილეთებით,რომლებიც ჩემს მოწინააღმდეგეებს უდევთ ჯიბეებში, – მიუგო თვითკმაყოფილმა კლემანსომ და გზა განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ ბენჟამენ კლემანსოსა და ფრანგი პოეტის – პოლ დერულედის ცნობილი დუელი