ჯესი ვუდსონ ჯეიმსი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის ერთ-ერთ სახელგანთქმულ ამერიკელ მძარცველს – ჯესი ვუდსონ ჯეიმსს (1847-1882 წლები),იმის გამო,რომ მდიდრების ნაძარცვ ფულს ხშირად უნაწილებდა ღარიბ მოსახლეობას,ხალხმა მეტსახელად “ველური დასავლეთის რობინ ჰუდი” უწოდა (გარდა ამისა,მოიხსენიებდნენ მეტსახელით – “დინგუსი”).ერთ დღეს,პოლიციის მიერ ძებნილმა ჯესიმ,თავი ერთ-ერთ სოფელში განმარტოებით მდგომ ფერმას შეაფარა.თუმცა,დაღლილ და მძინარე “რობინ ჰუდს” თავზე ამავე ფერმის მეპატრონე,მოხუცი ქვრივი ქალი წამოადგა. (ავტორი გენია.ჯი) მან რაღა თქმა უნდა არ იცოდა თუ ვინ იყო ჯეიმსი და იგი სახლში შეიპატიჟა,დააპურა და საუბარში თავისი გაჭირვების შესახებ უამბო.ქალი განსაკუთრებით იმაზე სწუხდა,რომ რამდენიმე დღეში მასთან საგადასახადო ინსპექტორი უნდა მისულიყო,რომლისთვისაც მისაცემი 1 400$ ფიზიკურად არ გააჩნდა.ის იყო,ქალი თავისი ღარიბული გამასპინძლებისათვის სტუმარს ბოდიშს უხდიდა,რომ ჯეიმსმა ჯიბიდან ფული ამოიღო,გადათვალა და 1 400$ ქალს გაუწოდა.დიდი ძალისხმევის შედეგად,მან მასპინძელს ფულის აღებაზე თანხმობა განაცხადებინა.თუმცა აქვე წვრილად გამოჰკითხა ის,თუ როდის ელოდებოდა იგი საგადასახადო ინსპექტორის გამოჩენას და გააფრთხილა,რომ გადახდილი ფულის სანაცვლოდ მისგან აუცილებლად გამოეთხოვა კვიტანცია.ამის შემდგომ,ჯესიმ გაოცებულ და აღფრთოვანებულ მასპინძელს მადლობა გადაუხადა და თვალს მიეფარა.თუმცა შორს არსად წასულა,იქვე შორიახლოს დაბანაკდა და ინსპექტორის გამოჩენას დაუწო ლოდინი.რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ,მოხუც ქალს მართლაც ესტუმრა “დაუპატიჟებელი სტუმარი”.სახლიდან გამოსული საგადასახადო ინსპექტორი,როგორც კი გასცდა მოხუცი ფერმერი ქალის საცხოვრებელს,უმალვე მას წინ გადაეღობა ჯეიმსი და პირწმინდად გაძარცვა იგი.ნაძარცვში,რაღა თქმა უნდა ის 1 400 აშშ დოლარიც აღმოჩნდა,რომელიც მან სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოხუც ქალს აჩუქა.ამის შემდეგ,ჯესი ვუდსონ ჯეიმსი იმ არემარეში აღარავის უნახავს. (ავტორი გენია.ჯი)