ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
გენიალური ირლანდიელი დრამატურგი,მწერალი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი (1925 წელს) ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),ერთადერთი ადამიანი გახლავთ ისტორიაში,რომელსაც “ნობელის პრემიასათან” ერთად,მინიჭებული ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო – “ოსკარი” (აღნიშნული პრემია მიენიჭა 1938 წელს,კინოფილმ – “პიგმალიონისათვის” დაწერილი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის).მიუხედავად იმისა,რომ იგი “ნობელიანტი” მწერალი იყო,მას დიდად მაინც არ იტაცებდა აღნიშნული ჯილდო და შეიძლება ითქვას,რომ სძულდა კიდეც.ერთ-ერთი დიალოგისას,ბერნარდ შოუმ ალფრედ ნობელისა და ზოგადად,მის მიერ დაარსებული პრემიის შესახებ თავისი დამოკიდებულება ასე ჩამოაყალიბა – “მე შემიძლია ალფრედ ნობელს ვაპატიო ის,რომ მან – დინამიტი გამოიგონა.თუმცა უნდა ვაღიარო,რომ მხოლოდ ადამიანის სახის მქონე ეშმაკს ძალუძდა გამოეგონებინა ისეთი ჯილდო,როგორიც – ნობელის პრემიააო”. (ავტორი გენია.ჯი)