პავლე მოციქულის შეგონება…

“ნუთუ არ უწყით,რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?

უკეთუ ვინმე დააქცევს ღვთის ტაძარს,იმას ღმერთი დასჯის: რამეთუ წმიდაა ღვთის ტაძარი; და ტაძარი ესე თქვენა ხართ.

ნურცვინ ნუ იცდუნებთ თავს.უკეთუ ვისმე ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია,გაუგუნურდეს,რათა გაბრძენდეს.

რამეთუ ამა სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე,როგორც დაწერილია: “თავიანთსავე ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ”.

და კიდევ: “უფალმა უწყის,რომ ამაოა ბრძენთა ტვინის ჭყლეტანი”.

ამად ნურცვინ საკვეხნად ნუ გაიხდით ადამიანთ,რამეთუ ყოველივე თქვენია”.

კომენტარის დატოვება