“დამაკვირდი”

1. “როდესაც კარი გაიღება,ქვას,რომლითაც კარზე აკაკუნებდნენ,აზრი ეკარგება და როგორც უსარგებლოს უბრალოდ მოისვრიან”. – ძენი (ავტორი გენია.ჯი)

2. “არცვის არ ძალუძს მთელი იმ მშვენიერების დაუფლება,რაც დედამიწის ზურგზეა – ამ მშვენიერების მარტოოდენ შეცნობა და სიყვარულია შესაძლებელი.ღმერთი ასეთ დროს გვენახვება ადამიანთ”. – პაულო კოელიო

3. “მათ,ვისაც საკუთარი იღბლიანობისა სწამს,დიდი სითამამით შეუძლიათ მოქმედება,მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს,რომ ბედი ცვალებადია დროსთან ერთად და სხვადასხვა ვითარებაზეც არის დამოკიდებული.ამიტომ ვხედავთ ზოგჯერ,ერთგან წარმატებული,სხვაგან უიღბლო აღმოჩნდება ხოლმე”. – ფრანჩესკო გვიჩარდინი

4. “ლანდის მოკვლა შეუძლებელია”. – ფრიდრიხ ნიცშე

5. “ყველაზე რთული ლაპარაკისა და სიარულის დავიწყებაა”. – ილზე აიხინგერი

6. “სამწუხაროდ,უდავოა ის,რომ დიდი დრო, დიდი ძალისხმევა სჭირდება სულ მცირე რამის შეცნობას…” – დორის ლესინგი (ავტორი გენია.ჯი)

7.  ”არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ჭაღარა წვერში და ეშმაკი ნეკნში”. – ფლორენციული სიბრძნე

8. “მთელი ჩვენი გარჯა – ფილოსოფიის,მეცნიერების,რელიგიის,ფსიქოანალიზის – მთელი ძალისხმევა მხოლოდ იმას ემსახურება,რომ თუნდაც წამით დავინახოთ რეალური”. – ჟაკ ლაკანი

9. “მე არ ვეძებ,მე ვპოულობ”. – პაბლო პიკასო

10. “რელიგიისაკენ მოქცეულ ყაჩაღს მეტი შანსი აქვს ჭეშმარიტებასთან მისაახლოებლად,ვიდრე უბრალო მოკვდავს”. – ბუდა

კომენტარის დატოვება