“Bank of England”-ის დამაარსებელი მეკობრე – სერ უილიამ პეტერსონი

გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი – “Bank of England” (მეტსახელად – “მხცოვანი ბანკი”),თავდაპირველად დაარსებულ იქნა 1694 წელს,როგორც კერძო ბანკი (ბანკის ნაციონალიზაცია განხორციელებულ იქნა 1946 წელს).აღნიშნული ბანკის სულისამდგმელი გახლდათ მსოფლიო საბანკო სისტემის ჩამოყალიბების მშობელად წოდებული შოტლანდიელი მოხეტიალე ვაჭარი და მეკობრე - სერ უილიამ პეტერსონი (1658-1719 წლები).უილიამმა ვაჭრობა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო.ხანგრძლივი ხეტიალის შემდგომ ბედის საძიებლად ატლანტის ოკეანეში მდებარე ბაჰამის კუნძულებს ეწვია.ბაჰამის კუნძულებზე ვაჭრობამ მას დიდი ფინანსური წარმატებები ვერ მოუტანა,რის გამოც გადაწყვიტა პროფესია შეეცვალა და თავი მეკობრეობით ერჩინა.გარკვეული პერიოდის მანძილზე მეკობრული ცხოვრების შედეგად უილიამმა საკმაოდ დიდი ფული დააგროვა და როდესაც სამშობლოში დაბრუნდა,შესანიშნავი ფინანსური შესაძლებლობებისა და გონების პატრონმა,დაარსა კიდეც კერძო ბანკი,რომელიც შემდგომ გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკად იქცა.ასე,რომ “ნისლიანი ალბიონის” ყველაზე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინსტიტუტს - ”Bank of England”-ს საფუძველი ჩაუყარა ეროვნებით შოტლანდიელმა მეკობრემ – უილიამ პეტერსონმა,რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სამეფო ოჯახმა რაინდის ტიტული მიენიჭა. (ავტორი გენია.ჯი)

სერ უილიამ პეტერსონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>