იოჰანეს ბრამსი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი – იოჰანეს ბრამსი (1833-1897 წლები),ჰიგიენისა და ზოგადად,სისუფთავის განსაკუთრებულად მოყვარული ხელოვანი გახლდათ.უმეტეს წილად,იგი თავის ტანისამოსს თავადვე წმენდდა და ირწმუნებოდა,რომ სწორედ ამ პროცესში იბადებოდა მის გონებაში თავისი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებები.
ერთ დღეს ბრამსი მიწვეულ იქნა გერმანელი არისტოკრატის ოჯახში გამართულ წვეულებაზე.მასპინძელმა,იმისათვის რომ საპატიო სტუმრისათვის მაქსიმალურად ეცა პატივი,მოსამსახურეებს უბრძანა თავისი მარნიდან საუკეთესო ღვინო ამოეტანათ.ოჯახის უფროსმა და სუფრის ხელმძღვანელმა დიდი გერმანელი კომპოზიტორის სადღეგრძელო შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
- ბატონებო! ეს საუკეთესო ღვინოა ჩემი მარნიდან.ასე რომ ვთქვათ – ბრამსია ჩემს სხვა ღვინოებს შორის.
ის იყო წვეულება დასასრულს უახლოვდებოდა,რომ მასპინძელმა იოჰანესს ჰკითხა,მოეწონა თუ არა ღვინო.
- სიმართლე გითხრათ ცუდი ღვინო ნამდვილად არ არის,თუმცა მაინტერესებს,თქვენს ღვინოებს შორის,რომელიმე – ბეთჰოვენი არ იყო? (ავტორი გენია.ჯი)