იცით თუ არა,რომ
1. თანამედროვე კომუნიზმის ერთ-ერთი გერმანელი ფუძემდებელი,ფილოსოფოსი და პოლიტიკური თეორიტიკოსი – კარლ მარქსი,წიგნებს – “საკუთარ მონებს” უწოდებდა.
2. დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე,სათვალეების გარეშე თითქმის არასოდეს მუშაობდა.მიუხედავად ამისა,ამ აქსესუარით საჯაროდ გამოჩენას იგი გარშემომყოფების შეურაცხყოფად მიიჩნევდა და შესაბამისად,არც ჩნდებოდა.
3. ალბერტ აინშტაინის პერიოდის ერთადერთი მეცნიერი ქალი,რომელიც ”ფარდობითობის თეორიის” არს ჩასწვდა,პოლონური წარმომავლობის მქონე დიდი ქიმიკოსი და ფიზიკოსი – მარია სლოდოვსკა-კიური გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
4. საფრანგეთის ლეგენდარული იმპერატორის – ნაპოლეონ I ბონაპარტის გარდეროფში სულ 120 ქუდი ინახებოდა,რომელთაგან დღემდე 19-ია შემორჩენილი.
5. დიდი ქართველი მგოსნის – აკაკი წერეთლის მეუღლე – ნატალია ბაზილევსკაია,ოქროს მაღაროების მფლობელის, რუსი მაგნატის – პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი გახლდათ.
6. 1900 წლის 14 დეკემბერს გენიალურმა გერმანელმა ფიზიკოსმა – მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ პლანკმა,პირველად ჩამოაყალიბა – “კვანტური თეორია”.
7. დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსისა და მეცნიერის – არისტოტელეს აზრით,ადამიანი ცხოველისაგან – “სიცილის უნარით” განსხვავდებოდა.
8. ბავშვთა შობის განმგებელ და ბებიაქალების მფარველ ძველ აცტეკურ ღვთაებას – “ტონაცტინი” ანუ – “ჩვენი დედა” ეწოდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
9. მინერალური წარმონაქმნის – მარგალიტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 250-300 წლიწადია.ამ პერიოდის გასვლის შემდეგ იგი კარგავს ელფერს,ნაოჭდება და საბოლოოდ მტვრად იქცევა.
10. მედიკოსთა მოსაზრების თანახმად,დეპრესიისაგან განკურნების უებარ საშუალებას – შრომა წარმოადგენს.