მარკუს ტულიუს ციცერონი ამბობდა…
“თუ ჩვენთვის მიუწვდომელია მეცნიერება და განათლება,ან არ ძალგვიძს მისი დაჭაშნიკება,იმის უნარი მაინც უნდა შეგვწევდეს,აღვფრთოვანდეთ სხვისი ცოდნით”.
* * *
“მე არ ვმალავ,რომ მუდამ თავი მაქვს ჩარგული წიგნებში,სასირცხვილო ის არის,ვინც მწერლობითაა გატაცებული,მაგრამ ვერ ახერხებს მოახმაროს იგი საყოველთაო კეთილდღეობას,ან მისი საშუალებით შუქი მოჰფინოს რაიმე საქმეს.მე რისი უნდა მრცხვენოდეს,ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს უარი მეთქვას ვინმესთვის დახმარებაზე იმიტომ,რომ დასვენება მინდოდა,საკუთარი სურვილები დამითმია,ოღონდ კი ვინმეს გამოვდგომოდი,ძილიც კი მიმიტოვებია ამის გამო.მაშ რატომ უნდა მისაყვედუროს ვინმემ,რა უფლება აქვს,გამკიცხოს,როცა სხვები ამ დროს პირად საქმეებს აგვარებენ,ერთობიან,არ ტოვებენ არც ერთ დღესასწაულს,არ იკლებენ სიამოვნებებს,ხორცსაც ახარებენ და გონებასაც ასვენებენ,თუკი ისინი დილიდანვე იწყებენ ქეიფს,ბურთის თამაშსა და კოჭაობაში ატარებენ დროს,მე რატომ უნდა ვთქვა უარი განალებაზე,რომლის წყალობით ჩემს სიტყვებს მეტი ძალა და გაქანება აქვს.ყოველ შემთხვევაში იმდენი ცოდნა კი მაქვს,რომ ჩემს მეგობრებს საჭიროების დროს ჩემი მჭერმეტყველება გამოადგეს.თუ ვინმეს მაინც ეჭვი ეპარება ჩემს შესაძლებლობებში,ის მაინც ვიცი დანამდვილებით,რომელ წყაროს უნდა მივმართო,რომ უკეთ წარვმართო საქმე”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩემზე ზეგავლენა რომ არ მოეხდინა მწერლობას,რომელსაც ყრმობიდანვე ვეწაფებოდი,ყური რომ არ მეგდო ბრძნული დარიგებისათვის,რომ ცხოვრებაში ჩემი მთავარი საზრუნავი უნდა ყოფილიყო თავდაუზოგავი შრომის ფასად სახელისა და დიდების მოხვეჭა,რისთვისაც უნდა შევგუებოდი ფიზიკურ ტანჯვას,უცაბედად სიკვდილს ან მოულოდნელად სამშობლოდან გაძევებას,ეს რომ არ გამეთვალისწინებინა,გამიძნელდებოდა თქვენს დასაცავად ყოველდღიურად დაუნდობელ ბრძოლაში ჩავრთულიყავი და ბილწ ადამიანთა თავდასხმები მომეგერიებინა”.
* * *
“ოთხი მიზეზი არსებობს იმისა,თუ რატომ აიგივებენ სიბერეს მწუხარებასთან.ჯერ ერთი,იგი ადამიანს არ აძლევს საშუალებას იშრომოს ქმედითად,მეორე – აძაბუნებს სხეულს,მესამე – ართმევს თითქმის ყოველგვარ სიამეს,მეოთხე – აახლოებს სიკვდილთან”.
* * *
“ნუთუ ჩვენ,ყველანი,რომლებიც ამ სახელმწიფოში ვცხოვრობთ,ამდენ საფრთხესა და განსაცდელს ვითმენთ,ვიცით,რომ სიცოცხლის ბოლომდე სიმშვიდესა და დასვენებას ვერ ვეღირსებით,ისეთი სულმოკლენი ვჩანვართ,რომ ვფიქრობთ,ყოველივე გაქრება ჩვენი სიკვდილის შემდეგ? ბევრმა ცნობილმა პიროვნებამ იზრუნა,რომ შემოგვრჩენოდა მისი ქანდაკი,რომელიც მხოლოდ სხეულის ასლია და არა – სულისა; განა უფრო მეტად არ უნდა გვინდოდეს დარჩეს ჩვენი სიქველის ძეგლი,ნიჭიერად და გემოვნებით გამოძერწილი?” (ავტორი გენია.ჯი)