გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც ძვ.წ.აღ-ით 48 წლის 28 სექტემბერს ეგვიპტელების მიერ ვერაგულად იქნა მოკლული დიდი რომაელი მხედართმთავარი და გაიუს იულიუს კეისრის დაუძინებელი მტერი – გნეუს პომპეუს მაგნუსი,ალექსანდრიას თავად რომის დიქტატორი ეწვია.სწორედ აღნიშნულ ქალაქში მიართვა თეოდოტემ კეისარს დამარცხებული მტრის თავი.როდესაც იულიუსმა იგი იხილა,მისგან პირი იბრუნა.ხოლო როდესაც თავისი ღირსეული მტრის – პომპეუსის ბეჭედიც გაუწოდეს,მან იგი ხელში აიღო და ყველასდა გასაოცრად,თვალზე ცრემლი მოადგა.

ცნობილია,რომ პომპეუსის საბოლოო დამარცხების შემდგომ,კეისარმა პომპეუსის ახლობლები და თანამებრძოლები დიდსულოვნად შეიწყალა,რითაც ისინი თავისკენ გადაიბირა.აღნიშნული მოვლენის შემდგომ კი,რომში წერილი აფრინა,სადაც ერთ-ერთი უდიდესი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე წერდა: “გამარჯვების ყველაზე დიდ სიტკბოს იმით ვგრძნობ,რომ მუდამ დავიხსნა განსაცდელისაგან ისინი,ვინც ჩემ წინააღმდეგ იბრძოდაო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>