ბალთაზარ დელა კოსა (იოანე XXIII)
ბალთაზარ დელა კოსა – დაიბადა 1370 წელს ნეაპოლის სამეფოში მდებარე მცირე მოცულობის მქონე კუნძულ ისკიაზე მაცხოვრებელი გაღატაკებული დიდგვაროვნების ოჯახში.იგი წარმოადგენდა “კათოლიკურ ეკლესიაში დიდი განხეთქილების” პერიოდად ცნობილ ეპოქაში (1378-1417 წლები) რომის პაპს,რომელმაც თავისი ამაზრზენი და გარყვნილი ქმედებებით საბოლოოდ დაიმკვიდრა სახელი,როგორც – “ანტიპაპა”.ცნობებს,მისი ბავშვობის წლების შესახებ ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია.თუმცა დადასტურებულია ის რომ,ბავშვობა სიღარიბეში არ გაუტარებია.ამის დასადასტურებლად ის ფაქტიც კმარა,რომ ნეაპოლის ყურეში მდებარე ვულკანური წარმოშობის მქონე კუნძული ისკია,სადაც ბალთაზარი დაიბადა,მამამისის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მათი გვარი სათავეს ჯერ კიდევ რომის უძველესი იმპერიის ეპოქებიდან იღებდა.მიუხედავად იმისა,რომ დელა კოსას ოჯახს შემოსავალი ადგილობრივების გადასახადებისაგან შემოსდიოდა,მათი ფინანსების ძირითად წყაროს მაინც მეკობრეობით გამომუშავებული თანხები წარმოადგენდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მეკობრეობას ხელი,რომის მომავალმა პაპმა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში,უფროს ძმასთან – გასპართან ერთად მიჰყო (ბალთაზარს ჰყავდა ასევე ერთი დაც).სწორედ გასპარი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მცირე რიცხოვნობის მქონე მეკობრულ ჯგუფს,სადაც ჩარიცხულ იქნა კიდეც ბალთაზარი.საყოველთაოდ ცნობილია,რომ იმ პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეობა ერთობ სარფიან საქმედ იყო ქცეული.მათ სამიზნეებს წარმოადგენდა არა მხოლოდ ზღვაში გასული ხომალდები,არამედ ხმელთაშუზაღვის სანაპიროზე არსებული ქალაქები და სოფლები.მეკობრული ცხოვრების დაწყებიდან მალევე,დელა კოსა ერთ-ერთი მეკობრული ხომალდის კაპიტანი გახდა (ამბობენ,რომ მას ფორტუნა მუდამ წყალობდა).რამდენიმე ხანში,სრულიად მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და მეკობრეობაზე ხელი აიღო,რის შემდეგაც ბოლონიაში გაემგზავრა.იქვე ჩაირიცხა ადგილობრივ უნივერსიტეტში თეოლოგიურ ფაკულტეტზე.ისტორიკოსთა მოსაზრებით,ბალთაზარის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა დედამ.თუმცა სხვა ვერსიის თანახმად,მას უკვე იმდენად დიდი ქონება ჰქონდა მეკობრეობის გზით დაგროვებული,რომ საფრთხის მატარებელ ცხოვრებას,უკვე მშვიდი ცხოვრება ერჩია.საკუთარ თავში დარწმუნებულმა,მიზანდასახულმა,დაუნდობელმა და ძლიერმა ბალთაზარმა,ბოლონიის უნივერსიტეტში უმალვე მოიპოვა სტუდენტებს შორის აღიარება და მათ ლიდერადაც იქცა.იმ პერიოდში მისი სახელი ბოლონიაში იმდენად უარყოფით კონტექსტში იქნა გავრცელებეული,რომ ყოველი მშობელი საკუთარ შვილებს მასთან ურთიერთობას კატეგორიულად უკრძალავდა.მისი სასიყვარულო ურთიერთობებისა და აღვირახსნილი ცხოვრების წესის შესახებ ქალაქში ლეგენდები დადიოდა (ამბობენ,რომ მას ბოლონიაში ყოფნის პერიოდში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა 200-მდე ქალთან).მას ათეულობით ქალთან ურთიერთობაში სდებდნენ ბრალს,მათ შორის როგორც ქმარშვილიანებთან,ასევე ქალიშვილებთანაც კი).მიუხედავად ამისა,ბალთაზარმა ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლისას შესანიშნავი განათლება მიიღო და დოქტორის ხარისხიც დაიცვა.როგორც ყველაფერს აქვს დასაწყისი,ასევე აქვს დასასრულიც და ასე იყო დელა კოსას შემთხვევაშიც,რადგან მას ერთ-ერთი თავისი საყვარლის ოჯახმა და სანათესაომ ნამდვილი ომი გამოუცხადა,რის გამოც იგი იძულებული გახდა ქალაქიდან გაქცეულიყო.
ბოლონიიდან გაქცევის შემდეგ,ბალთაზარი ცოტა ხნით თავს კარდინალ დი სანტა კიარუს სახლს აფარებდა.აღნიშნულ სახლში გარდა კარდინალისა,ცხოვრობდა კიდევ ერთი ადამიანი,რომლის სახელი და გვარი გახლდათ – იანდრა კალისტრანა დელა სკალა.ამ ულამაზეს ქალსა და კარდინალის საყვარელს ინკვიზიცია ჯადოქრობაში სდებდა ბრალს და დევნიდა.როგორც ცნობილი ხდება,კარდინალის ზურგს უკან,მათ შორისაც გაიბა სასიყვარულო რომანი.რამდენიმე ხანში ქალის ადგილსამყოფელი ინკვიზიტორებისათვის ცნობილი გახდა.მათ ბალთაზარმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია,თუმცა უშედეგოდ.ისინი დააკავეს და ფაქტია,რომ ორივე კოცონზე დასაწვავად იყო განწირული.მას შემდეგ,რაც გასპარმა ბალთაზარის დაკავების ამბავი შეიტყო,თავის მეკობრეებთან ერთად აშკარა სიკვდილისაგან დაიხსნა,როგორც საკუთარი ძმა,ასევე მისი საყვარელი ქალიც.მას შემდეგ,ბალთაზარი და იანდრა მეკობრეების ხომალდებიდან 4 წლის მანძილზე სცემდნენ თავზარს როგორც ზღვაში გასულებს,ასევე რიგი დასახლებების მცხოვრებლებსაც.რაც ყველაზე ამაზრზენია,არის ის,რომ მათი მეკობრული დაჯგუფება,რომელშიც რომის მომავალი პაპიც ირიცხებოდა,დიდი სიამოვნებით ძარცვავდა – ეკლესიებსა და მონასტრებს (ასევე აფრიკის სანაპიროებზე მდებარე მუსულმანურ სამლოცველოებს).ერთ-ერთი ზღვაში მორიგი გასვლის დროს,საშინელი შტორმის შედეგად განადგურებულ იქნა ბალთაზარის ხომალდი,თუმცა მისდა საბედნიეროდ იგი კათოლიკე სასულიერო პირების მიერ იქნა გადარჩენილი. (ავტორი გენია.ჯი) ოთხ გადარჩენილ მეკობრეს შორის იმყოფებოდა იანდრაც.როდესაც ისინი ნაპირზე გადაიყვანეს,ადგილობრივებმა ამოიცნეს,დააკავეს და რომის პაპის ურბან VI-ს სასახლის ჯურღმულებში გამოამწყვდიეს.ეს ის უმძიმესი პერიოდია,როდესაც კათოლიკური ეკლესია ფაქტობრივი გახლეჩის ზღვარზე იმყოფებოდა.რომში პაპის ტახტზე ურბან VI იჯდა,ხოლო საფრანგეთის ქალაქ ავინიონში კი – კლიმენტი VII.მათ შორის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა.ურბან VI-მ გადაწყვიტა,თავისი დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ,სწორედ ბალთაზარი და მისი თავზეხელაღებული ბანდა გამოეყენებინა.ამ დროისათვის ურბანი უკვე ღრმად მოხუცებული იყო,მისი დღეები კი დათვლილი.როდესაც ურბან VI გარდაიცვალა,რომის პაპი გახდა ბალთაზარის ოჯახის ახლობელი – ბონიფაციუს IX. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ბალთაზარ დელა კოსამ აღმავალი საეკლესიო კარიერა.იგი ჯერ ვატიკანში მდებარე წმინდა ევსტასიის ტაძრის არქიდიაკონად აკურთხეს,ხოლო 1402 წლის თებერვალში კი,ბონიფაციუსის პირადი მფარველობითა და გადაწყვეტილებით – კარდინალად.მისი გავლენა ვატიკანში იმდენად გაიზარდა,რომ არც ერთი სერიოზული გადაწყვეტილება მის გარეშე არ მიიღებოდა.ბონიფაციუსი მას სრულიად ენდობოდა და იმ დანაშაულებრივ ქმედებებს,რასაც კარდინალობისას სჩადიოდა,პაპი “დიდსულოვნად” პატიობდა.აღნიშნული პერიოდის შესახებ,ვატიკანის მდივანი დიტრიხ ფონ ნიმი წერდა: “ბალთაზარ დელა კოსა,რაც რომში ჩამოვიდა,მას შემდეგ სჩადის დღემდე ყურით გაუგონარ საქმეებს.მისთვის დამახასიათებელია – ძალმომრეობა,გარყვნილება,ფულის გამოძალვა,სისხლის აღრევა,ღალატი და სხვა უამრავი მომაკვდინებელი ცოდვები.კარგად გაითავისეთ – ეს ის ცოდვებია,რომელიც უფალს განსაკუთრებით განარისხებს”. (ავტორი გენია.ჯი)
საინტერესოა ის გარემოება,რომ ბალთაზარი პაპის ბრძანებით ეწვია იმ ბოლონიას,საიდანაც ერთ დროს იქნა გამოძევებული.კიდევ უფრო საინტერესოა ის,რომ მან ბოლონიაში ნამდვილი ჰარამხანა შეიქმნა და სრულიად გადაავიწყდა ის პოლიტიკური და რელიგიური საკითხები,რისთვისაც მივლენილი გახლდათ იქ.ბალთაზარს ინტიმური ურიერთობები ჰქონდა არა მარტო ქალიშვილებთან და გათხოვილ ქალებთან,არამედ მონასტრებში მაცხოვრებელ მონაზვნებთანაც კი.თუკი ზოგიერთი მათგანი მასთან ინტიმურ კავშირს ნებაყოფლობით იკავებდა,ზოგიერთ მათგანზე სასტიკი ძალადობა ხორციელდებოდა,მათ შორის მონაზვნებზეც.ასეთივე ამაზრზენი ქმედებები ჩაიდინა პერუჯაში,ასიზსა და სხვა ქალაქებში,სადაც კი ფეხი დადგა.მიუხედავად ამისა,ბალთაზარის გავლენა მაინც ძალიან იზრდებოდა.შეიძლება ითქვას,რომ მისმა ჩრდილმა თავად რომის პაპიც კი დაჩრდილა.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მან მოწამლა მისი დაუძინებელი მტერი ნეაპოლის მეფე – ვლადისლავი,თავის შვილიშვილან – დინოროსთან ერთად.
ბონიფაციუსის გარდაცვალების შემდგომ რომის პაპი – ინოკენტი VII-მ შეცვალა,ინოკენტი კი გრიგოლ XII-მ,რომლის პაპად არჩევაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ბალთაზარმა დაიდო.მიუხედავად ამისა, გრიგოლმა სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვა დაიწყო,რამაც დელა კოსა გააცოფა და შესაბამისად,მის წინააღმდეგ განაწყო.რომის ახლად არჩეულმა პაპმა უფლებები შეუკვეცა მას და “ანათემასაც” კი გადასცა იგი.ამ პერიოდიდან მოყოლებული,ბალთაზარმა თავისი ნდობით აღჭურვილი პიზის კარდინალების მეშვეობით,პაპის წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო და იგი იძულებული გახადა რომის პაპის ტახტი დაეტოვებინა.ახალი პაპი ალექსანდრე V მეტად უპრინციპო ადამიანი იყო,რითაც ძალიან კარგად ისარგებლა თავისი ინტრიგებით განქმულმა ბალთაზარმა.რომის კათოლიკური ეკლესიის ფაქტობრივ მმართველად დელა კოსა იქცა,რომელიც მარტივად მართავდა ალექსანდრეს.
ალექსანდრე V-ს გარდაცვალების შემდგომ, 1410 წლის 29 მაისს რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა თავისი გახრწნილი ბუნებით ცნობილი ყოფილი მეკობრე ბალთაზარ დელა კოსა,იგივე – იოანე XXIII. რომის კათოლიკური ეკლესიის ტახტზე ავიდა ეშმაკის ის ნაშიერი,რომელიც საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი იმყოფებოდა ინტიმურ კავშირში.იგი 4 წლის მანძილზე ძალითა და ინტრიგებით მართავდა ვატიკანს. 1415 წლის 29 მაისს იოანე XXIII კარდინალებმა დაამხვეს და შვეიცარიაში მდებარე გოტლებენის სასახლეში გამოკეტეს.თუმცა “ფულმა ჯოჯოხეთი გაანათა” და მან არა მარტო ტყვეობიდან დაიხსნა თავი,არამედ მარტინ V-საგან შეწყალება და კარდინალის ხარისხიც მიიღო (გადაიხადა 38 000 ოროს ფორინტი).ბალთაზარ დელა კოსას ცხოვრების ბოლო წლების შესახებ ცნობები თითქმის აღარ არსებობს.თუმცა ცნობილია,რომ იგი ფლორენციაში გარდაიცვალა 1419 წლის 22 დეკემბერს 54 წლის ასაკში.ბალთაზარი დაკრძალულ იქნა სრული პატივით,ხოლო მის საფლავზე აღმართული იქნა დიდებული სარკოფაგი.მოგვიანებით რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII – “ანტიპაპად” შერაცხა და მთელი ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი სახელი არც ერთ რომის პაპს არ უტარებია. (ავტორი გენია.ჯი)
იანდრა კალისტრანა დელა სკალა
ბალთაზარ დელა კოსას სარკოფაგი
ბალთაზარ დელა კოსა