რეჯეფ თაიფ ერდოღანი – “ეპიზოდი”

თურქეთის რესპუბლიკის რიგით მე-12 პრეზიდენტი – რეჯეფ თაიფ ერდოღანი,მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ხასიათის მატარებელი პოლიტიკოსია. 1980 წელს იგი სტამბოლის სატრანსპორტო ორგანიზაციაში მუშაობდა.როგორც ცნობილია, 1980 წლის 12 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალება განხორციელდა გენერალური შტაბის მეთაურის – აჰმეტ ქენან ევრენის ხელმძღვანელობით,რის შემდეგაც ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია იქნა აკრძალული.იმ პერიოდისათვის სტამბოლის სატრანსპორტო სამსახურს ერთ-ერთი გადამდგარი პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა.მან თავისთან დაიბარა ერდოღანი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მკაცრად მოსთხოვა – ულვაშები გაეპარსა.შეთავაზებული წინადადებით გაოცებულმა და შეურაცხყოფილმა რეჯეფმა,თავის შეფს კატეგორიული უარი განუცხადა ულვაშების გაპარსვაზე,რის გამოც იგი უმალვე იქნა განთავისუფლებული ერთობ კარგი სამსახურიდან.მალევე,თავისი პრინციპული ხასიათით ცნობილმა ერდოღანმა კერძო სექტორში განაგრძო მუშაობა,ხოლო 1984 წლიდან კი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში და რამდენიმე წელიწადში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალიც გახდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>