მანანა ჩიტიშვილი – “ვინა ნახა”
ამ უხდინარ საწუთროში
დავალ,როგორც მწირი გლახა,
ხან თუ მზის შუქს ვეფერები,
ხანაც კუპრის ტალახს ვლახავ.
ცრუ მგონია ეს სოფელი,
ერთხელ მიღალატა რახან,
სხვათ აჭმია დოლის პური,
არც ხმიადი შემინახა.
ჩითის პერანგს მანატრულა
ზოგს არგუნა დიბა,ქამხა,
ბედს ვსდიე და ვერ ვეწიე,
ცხრა მთა,ცხრა ზღვა გადალახა.
ნეტა,ჩემმა დამკარგავმა
უმჯობესი ვინა ნახა.