საფრანგეთის სამეფო კარის ეტიკეტი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის სამეფო კარზე დადგენილი ეტიკეტის თანახმად,იმ შემხვევაში,თუკი მეფე ავად გახდებოდა და სიკვდილის მოახლოებას შეიგრძნობდა,სამეფო სასახლიდან მის ფავორიტ ქალბატონებს იძულებით უშვებდნენ.ფრანგების რწმენით,ასეთ შემთხვევაში მათი მეფე გარდაცვალების შემდეგ ღვთის წინაშე ცოდვებისაგან განთავისუფლებული წარსდგებოდა.თუ მონარქი სიკვდილის კლანჭებიდან თავს დაიხსნიდა და ცოცხალი გადარჩებოდა,სასახლიდან გაშვებულ მეფის ფავორიტ ქალბატონებს უკანვე,სამეფო სასახლეში აბრუნებდნენ (ასეთივე მეთოდი გამოიყენებოდა საფრანგეთის დედოფლების შემთხვევაშიც). (ავტორი გენია.ჯი)