დენ სიაოპინი – “ეპიზოდი”
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს და რეფორმატორს – დენ სიაოპინს (1904-1997 წლები),ოფიციალურად არასოდეს დაუკავებია ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი პოსტი.მიუხედავად ამისა,იგი 1970-იანი წლებიდან 1990-იანი წლების ჩათვლით,ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი იყო,რის გამოც “რუხ კარდინალად” მოიხსენიებდნენ.სწორედ მის სახელთან ასოცირდება ტიანანმენის მოედანზე (პეკინი) 1989 წელს ჩინელი სტუდენტებისა და ინტელექტუალების საპროტესტო გამოსვლების სისხლში ჩახშობა,რასაც ასეულობით ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ,აღნიშნული საპროტესტო აქციის დამრბევ საჯარისო შენაერთებს დენ სიაოპინმა წინდაწინვე მოუწოდა – “მსხვერპლის არ უნდა შეგვეშინდესო”, – და არც შეშინებიათ…
საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელობის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ,ჯერ კიდევ მაო ძედუნის მმართველობიდან იღებდა სათავეს.ქვეყნის არაოფიციალურმა მმართველმა დენ სიაოპინმა მისი წინამორბედის – მაოს პოლიტიკური კურსი განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი) იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ საბჭოთა ხელისუფლება დიდ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებდა და მხოლოდ ლენინი-ბუხარინის პოლიტიკურ კურს აღიარებდა სანდოდ.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ დენ სიაოპინი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში განხორცილებეულ რევოლუციებს შორის,ბოლშევიკების მიერ რუსეთის იმპერიაში 1917 წელს განხორციელებულ რევოლუციას დიდ მნიშვნელობას არასოდეს ანიჭებდა და მხოლოდ სამი ქვეყნის - საფრანგეთის,ჩინეთისა და აშშ-ის რევოლუციებს გამოყოფდა.
სტალინის გარდაცვალების შემდგომ,”წითელ იმპერიასა” და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობები მეტად დაიძაბა.თუმცა ხელისუფლებაში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ,მათ შორის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად დარეგულირდა. 1989 წელს ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები გორბაჩოვის მიერ ოფიციალურად იქნენ მიწვეულნი საბჭოთა კავშირში.ჩინელ მაღალჩინოსანთა გასაკვირად,ისინი გულთბილად და დიდი პატივით მიიღეს.ოფიციალური შეხვედრების შემდეგ,დენ სიაპონმა აღფრთოვანებულ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა,რომ ასეთი კარგი დახვედრით დიდ ეიფორიაში არ ჩავარდნილიყვნენ და ისინი შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა: “არ არის საჭირო მოვეხვიოთ რუსებს!”.
საყურადღებოა ისიც,რომ დენ სიაოპინი მიხეილ გორბაჩოვის მიმართ არ იყო დადებითად განწყობილი,რასაც მისივე უფროსი ვაჟი დენ პუფანიც ადასტურებდა.დენ პუფანი წერდა,რომ მამამისი გორბაჩოვს – “სულელად” მიიჩნევდა,რადგან მან დაუშვა საბჭოთა კავშირში ეგრეთ წოდებული “მეხუთე მოდერნიზაცია” დემოკრატიის კუთხით,რაც სინამდვილეში,ბუნებაში არ არსებობდა.სიაოპინი მიიჩნევდა,რომ გორბაჩოვის ეს უდიდესი შეცდომა საბჭოთა კავშირს,როგორც ერთიან სახელმწიფოს საბოლოოდ წაშლიდა პოლიტიკური რუკიდან,რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)