ზიგმუნდ ფროიდი – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ფაშისტების გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ,არა მარტო უამრავი ინტელექტუალი იქნა გაძევებული ან გაქცეული ქვეყნიდან,არამედ მათი ნაშრომებიც კი სპეციალურად მოწყობილ აუტოდაფეებზე იქნა განადგურებული.სხვა უამრავ ცეცხლისაგან შთანთქმულ ნაშრომებს შორის განადგურებულ იქნა გენიალური ავსტრიელი ფსიქოლოგის,ფსიქიატრის,ნევროლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939 წლები) უნიკალური წიგნებიც.მას შემდეგ,რაც აღნიშნული ინფორმაცია ინგლისში დევნილობაში მყოფმა ფროიდმა შეიტყო,ირონიულად შენიშნა – “ღმერთო ჩემო! როგორი პროგრესისათვის მიგვიღწევია კაცობრიობას! თუკი შუასაუკუნეებში ჩემი კოცონზე დაწვით მიიღებდნენ სიამოვნებას,ჩვენს დროში მხოლოდ ჩემი წიგნების დაწვით განიცდიან იმავე გრძნობას!” (ავტორი გენია.ჯი)