კაზიმირ მალევიჩის შესახებ…
პოლონური წარმომავლობის მქონე დიდი რუსი მხატვარ-ავანგარდისტი და სუპრემატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი - კაზიმირ მალევიჩი (1879-1935 წლები),თავდაპირველად საკუთარ თავს ეროვნებით პოლონელად მიიჩნევდა,თუმცა რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ შედგენილ ანკეტაში მიუთითებდა,რომ – უკრაინელი იყო (დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა უკრაინაში). 1896 წელს მალევიჩების პოლონურ ენაზე მოლაპარაკე ოჯახი კიევის ისტორიული რაიონიდან – პოდოლიდან საცხოვრებლად რუსეთის ქალაქ კურსკში გადავიდა,სადაც მოსკოვი-კურსკის სარკინიგზო სამმართველოში დაიწყო მუშაობა.პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სახვით ხელოვნებაში. 1899 წელს იქორწინა კაზიმირა ზგლეიცზე,რის შემდეგაც საცხოვრებლად მოსკოვში გადასვლა დააპირა,თუმცა ამ წინადადებას არ დათანხმდა მისი მეუღლე.მიუხედავად ამისა,თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა და ცოლ-შვილი კურსკში დატოივა,ხოლო თავად მოსკოვში წავიდა.მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ მალევიჩების ოჯახი დაშლამდე მიიყვანა. 1905 წლის 5 აგვისტოს კაზიმირმა მოსკოვის სახვითი ხელოვნების სასწავლებელში მოისურვა სწავლის დაწყება,თუმცა საინტერესოა,რომ სასწავლებლის ადმინისტრაციისაგან უარი მიიღო. 1906 წელს მან კიდევ ერთხელ სცადა აღნიშნულ სასწავლებელში ჩარიცხვა,მაგრამ სუპრემატიზმის მომავალ ფუძემდებელს ისევ უარი განუცხადეს.ასეთი წარუმატებლობისაგან თავგაბეზრებულ ხელოვანს,ბოლოს და ბოლოს ბედმა გაუღიმა და ახალგაზრდა ავანგარდისტი მხატვრების გამოფენაზე შესთავაზეს მონაწილეობის მიღება.მისმა დიდებულმა ავანგარდისტული ჟანრის მქონე ნამუშევრებმა სახვითი ხელოვნების მოყვარულები აღტაცებაში მოიყვანა.მოგვიანებით,კაზიმირმა მონაწილეობა მიიღო მრავალ ეპატაჟურ აქციებში და ერთობ პოპულარულ მხატვრადაც იქცა.საინტერესოა ის გარემოება,რომ კაზიმირმა თავისი შემოქმედების ყველაზე ცნობილი სუპერმატიზმული მიმართულების მქონე ნამუშევრის – “შავი კვადრატის” სულ შვიდი ვერსია დახატა.მას შემდეგ,რაც იგი მხატვრათა კავშირში მიიღეს,მუშაობა სერიოზულ პროექტებზე დაიწყო.იგი არა მარტო სახვითი ხელოვნებით იყო დაკავებული,არამედ აქტიურად ეწეოდა ფილოსოფიურ და თეორიტიკულ მოღვაწეობასაც.გარდა ამისა,კაზიმირი ეროვნული ძეგლთა დაცვის კომისიის ერთ-ერთ წევრადაც იქნა არჩეული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მალევიჩის ცნობილ მოწაფეებს შორის ირიცხებოდა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მხატვარი – მარკ შაგალი,რომელიც უყურადღებო და უღიმღამო სწავლისათვის,კაზიმირმა სკოლიდან დაითხოვა.მალევიჩი არა მარტო სიცოცხლეში გახლდათ ავანგარდისტი,არამედ სიკვდილის შემდეგაც ამავე მიმდინარეობის ხელოვანად დარჩა.მან ანდერძად დაიბარა,რომ როდესაც გარდაიცვლებოდა,კუბოში არა ქრისტიანულად დადგენილი წესის თანახმად დაეკრიფათ მისთვის ხელები გულზე,არამედ გაშლილი ხელებით დაეკრძალათ,რათა მის ცხედარს ჯვრის ფორმა ჰქონოდა.კაზიმირ მალევიჩი გარდაიცვალა 1935 წლის 15 მაისს ლენინგრადში.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კაზიმირის საფლავი დაიკარგა,თუმცა ენთუზიასტების დიდი მონდომების შედეგად აღმოჩენილ იქნა.მის საფლავზე კი 2013 წელს აღმართული იქნა მალევიჩის მიერვე დახატული ავანგარდისტული კომპოზიციის ბეტონის ქანდაკება – “წითელი თეთრ კუბში”. (ავტორი გენია.ჯი)
კაზიმირ მალევიჩის საფლავი