იცით თუ არა,რომ

1. იოსებ სტალინმა 1924 წლის 21 იანვარს,საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის – ლენინის კუბოსთან დაიფიცა,რომ იგი კიდევ უფრო განამტკიცებდა საბჭოთა ხელისუფლების ძლიერებას,რაც ქვეყანაში განხორციელებული უსასტიკესი ტერორის შედეგად აღასრულა კიდეც.

2. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,პროფესიონალ ჰოკეისტთა 68%-ს თავიანთი სპორტული კარიერის განმავლობაში მინიმუმ ერთი კბილი მაინც აქვთ დაკარგული თამაშის დროს.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების – ველოსიპედის გამომგონებელი გახლდათ დიდი გერმანელი მეცნიერი და გამომგონებელი – ბარონი კარლ დრეზი (1785-1851 წლები).მან პირველი ველოსიპედის პროტოტიპი 1817 წელს დაამზადა.აღნიშნული ველოსიპედის პროტოტიპს,მისსავე საპატივცემულოდ – “დრეზინა” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)

4. კატის ხორცს საკვებად დღემდე გამოიყენებენ ჩინეთსა და ვიეტნამში.

5. ჩანგლის შესახებ პირველი ცნობები სათავეს IX საუკუნის ახლო აღმოსავლეთიდან იღებს და მას თანამედროვე ჩანგლისაგან განსხვავებით – ორი კბილანა გააჩნდა.

6. მესოამერიკული უნიკალური ცივილიზაციის – მაიას ხალხს,ადამიანის სილამაზის აღსაქმელად თავისებური შეხედულება გააჩნდათ.მათთვის სილამაზის ერთ-ერთ გამოხატულებას ბრტყელი შუბლი წარმოადგენდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ახლადდაბადებულ ჩვილებს მაიას ტომის ხალხი შუბლზე ხის დაფებს ამაგრებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)

7. იაპონიის იმპერატორების სასახლეს – “ნიძიუბასი” ეწოდება.

8. საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი დიქტატორისა და ფაშიზმის ფუძემდებლის – ბენიტო მუსოლინის საყვარელ მულტიპიკაციურ გმირს – დონალდ დაკი წარმოადგენდა.

9. ჰომეროსის გენიალურ ქმნილებაში – “ილიადაში” მოხსენიებული ლეგენდარული ქალაქის – ტროას აღების შემდეგ,მიკენის მეფემ აგამამნონმა ღმერთებს შემდეგი სიტყვები შესძახა: “გშურდეთ ჩემი,თქვენზე ბედნიერი ვარ”. (ავტორი გენია.ჯი)

10. 1187 წლის 2 ოქტომბერს ეგვიპტის სულთანმა,სალაჰ-ადდინმა,ჯვაროსნებს – იერუსალიმი დაათმობინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>