სამხრეთული საკი

სამხრეთული საკი – წარმოადგენს პრიმატების ძუძუმწოვრების რიგის ფართოცხვირიან მაიმუნთა ჯგუფის ცხოველს,რომლის გავრცელების უმთავრესი არეალებია ამაზონის დაბლობის უკიდურესი სამხრეთ ნაწილები.მათ შორის – ბრაზილია,პერუს აღმოსავლეთი და ბოლივიის ჩრდილოეთი.სამხრეთული საკი საშუალო სიდიდის მქონე მაიმუნია,თუმცა გააჩნია გრძელი თმის ბეწვი და გრძელი და სქელი სიდიდის მქონე კუდი.მათი საშუალო წონა 2,1 კილოგრამიდან 2,2 კილოგრამამდეა. (ავტორი გენია.ჯი) მამრები მდედრებთან შედარებით უფრო დიდი მასის მქონენი არიან.სამხრეთული საკის სხეულის ზედა ნაწილი ნაცრისფერი ბეწვით არის დაფარული,ხოლო ქვედა მხარე კი შავი ბეწვით.ფეხები და ხელები შედარებით ღია ფერის აქვთ,სახე რუხი შეფერილობის,ცხვირი კი ფართო და დიდი ნესტოების მქონე.ძირითადად ბინადრობენ ტყეებში (ხეებზე).საინტერესოა ის გარემოება,რომ მათი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია მეტად მწირია,თუმცა ცნობილია,რომ პატარა ჯგუფებად ცხოვრობენ  და იკვებებიან სხვადასხვა სახეობის ხილითა და მათი თესლით.მაგრამ მათ რაციონს ძირითად მაინც სხვადასხვავე ხილის მყარი გარსი წარმოადგენს.სამხრეთული საკის ხორცს ბოლივიაში საკვებად გამოიყენებენ,რის გამოც აღნიშნულ ქვეყანაში მათზე ნადირობა ინტენსიურ სახეს ატარებს.მიუხედავად ამისა,საბედნიეროდ,ბუნების დაცვის საერთაშორისო დაცვის კავშირის მონაცემების თანახმად,სამხრეთული საკი გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომ ცხოველებს არ წარმოადგენენ. (ავტორი გენია.ჯი)


სამხრეთული საკის გავრცელების არეალი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>