დედამიწის ყველაზე ღრმა მდინარეები
1. მდინარე კონგო – აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მიედინება (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,რუანდა,ბურუნდი,ანგოლა,ტანზანია,კონგოს რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა).იგი სიგრძით აფრიკის კონტინენტის მეორე მდინარეა ნილოსის შემდეგ,თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მდინარე კონგო ერთადერთი დიდი მდინარეა მსოფლიოში,რომელიც ორჯერ კვეთს ეკვატორს.მდინარის სიგრძე 4 700 კილომეტრია,აუზის ფართობი 4 014 500 კვადრატული კილომეტრი,ხოლო მაქსიმალური სიღრმე კი – 250 მეტრს აღწევს.აღნიშნული მაჩვენებლით,მდინარე კონგო მსოფლიოში ყველაზე ღრმა მდინარედ არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
2. მდინარე დუნაი – მდინარე ვოლგას შემდეგ ევროპაში სიდიდით მეორე მდინარეა (ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი პირველი ადგილი უკავია).იგი მიედინება გერმანიაში,ავსტრიაში,სლოვაკეთში,უნგრეთში,ხორვატიაში,სერბეთში,ბულგარეთში,რუმინეთში,მოლდოვასა და უკრაინაში.დუნაის სიგრძე 2 960 კილომეტრია,აუზის სრული ფართობი 817 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს,ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 178 მეტრია,რაც მას მსოფლიოს ყველაზე ღრმა მდინარეებს შორის მეორე ადგილზე აყენებს.
3. მდინარე მეკონგი – ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეა.იგი მიედინება ჩინეთში,ლაოსში,მიანმაში,ტაილანდში,კამბოჯასა და ვიეტნამში.მისი სიგრძე 4 500 კილომეტრია,აუზის ფართობი 810 000 კვადრატული კილომეტრია,ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 100 მეტრს უტოლდება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მდინარე მეკონგის წყალი ერთ-ერთი უმდიდრესია დედამიწაზე არსებულ სხვა მდინარეებს შორის ცოცხალი ორგანიზმების რაოდენობით.გარდა ამისა,იგი წყლის სიღრმით მსოფლიოს რიგით მესამე მდინარეცაა. (ავტორი გენია.ჯი)
4. მდინარე ამაზონი – სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე დიდი მდინარეა.იგი მიედინება ბრაზილიის,კოლუმბიისა და პერუს ტერიტორიებზე.მისი სიგრძე 6 437 კილომეტრია,ხოლო აუზის ფართობი 7 050 000 კვადრატული კილომეტრი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ამაზონი,თავისი აუზის სიდიდითა და წყალუხვობით ყველაზე დიდი მდინარეა მსოფლიოში.მისი მაქსიმალური სიღრმე – 90 მეტრს უტოლდება და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოს ყველაზე ღრმა მდინარეებს შორის მეოთხე პოზიციას იკავებს.
5. მდინარე ხუანხე (იგივე – ყვითელი მდინარე) – არა მარტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიგრძით მეორე მდინარეა,არამედ აზიის ერთ-ერთ უდიდეს მდინარედაც არის მიჩნეული.მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიად განიხილავენ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ხუანხე სიგრძით დედამიწის მეშვიდე მდინარეა.მისი სიგრძე 5 464 კილომეტრია,აუზის ფართობი 752 000 კვადრატული კილომეტრი,ხოლო მაქსიმალური სიღრმე 80 მეტრს უტოლდება.აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით,ყვითელი მდინარე მსოფლიოს ყველაზე ღრმა მდინარეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს. (ავტორი გენია.ჯი)
6. მდინარე ჰუდსონი – ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთში მიედინება და ატლანტის ოკეანის აუზს წარმოადგენს.მისი სიგრძე 492 კილომეტრია (სხვა ვერსიით 520 კილომეტრი),ხოლო აუზის ფართობი 34 600 კვადრატული კილომეტრია.ჰუდსონი სათავეს ადირონდაკის ულამაზესი მთიანი ქედის მიდამოებში იღებს და მიუხედავად მისი შედარებით მოკრძალებული სიდიდეების მაჩვენებლისა,საკმაოდ ღრმა მდინარეა.მდინარე ჰუდსონის მაქსიმალური სიღრმე 70 მეტრზე მეტია და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოს ყველაზე ღრმა მდინარეებს შორის რიგით მეექვსე ადგილს იკავებს.
P.S. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მდინარებისა,მსოფლიოს ყველაზე ღრმა მდინარეებად მიჩნეულია კანადაში მდებარე სენტ-ლორენსის მდინარე (მაქსიმალური სიღრმე – 65 მეტრი) და აშშ-ი მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე – მისისიპი (მაქსიმალური სიღრმე – 61 მეტრი). (ავტორი გენია.ჯი)