ჩინური ლიჩი – (ჩინური ქლიავი)

ჩინური ლიჩი – წარმოადგენს მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეს ორლებნიან საპინდუსისებრნთა ოჯახისა,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – ჩინური ქლიავი.მისი სიმაღლე 10 მეტრიდან 30 მეტრამდე მერყეობს.მუქი-მწვანე შეფერილობის ფოთლები რთული აგებულების აქვთ.მათი ფორმა ძირითადად კვერცხისებრი და ლანცეტისებრია,ბოლოში წვეტოვანი სახით.ჩინური ლიჩის ხილის ნაყოფი ოვალური ფორმისაა და სიგრძით 2,5 სანტიმეტრიდან 4 სანტიმეტრამდეა.ისინი წითელი ფერისაა და დაფარულნი არიან უხეში,დახორკლილი ქერქით. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ უხეში გარეკანით არიან დაფარულნი,ხილის თეთრი შიგთავსი მაინც ადვილად სცილდება ქერქს.ჩინური ქლიავი გემოთი ერთგვარად მოგვაგონებს ყურძნის გემოს.მის შიგთავსში განთავსებულია მუქი-ყავისფერი კურკა,რომელიც თავის მხრივ ოვალური ფორმისაა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჩინური ლიჩის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს,რაც კიდევ უფრო ზრდის მასზე მოთხოვნილებას.

საინტერესოა ისიც,რომ ჩინური ლიჩის საკვებად გამოყენება ჩინეთში ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით II საუკუნეში დაიწყეს.ერთ-ერთი ჩინური ლეგენდის თანახმად,ჩინეთის იმპერატორს უ-დის (ძვ.წ.აღ-ით 158-87 წლები),ძალიან სურდა ჩინეთის სამხრეთიდან ჩინეთის ჩრდილოეთით გადმოეტანა ჩინური ლიჩი და ისინი თავის ბაღებში ეხარებინა.თუმცა აღნიშნული ცდა წარუმატებლად დასრულდა,რამაც იმპერატორის განრისხება გამოიწვია.მის განრისხებას კი ყველა თავისი მებაღის სიკვდილით დასაჯა მოჰყვა.ჩინური ლიჩის შესახებ პირველი ცნობები ევროპაში XVII საუკუნეში იღებს სათავეს გონსალეს დე მენდოზასაგან.სწორედ მან უწოდა “ჩინური ქლიავი” ამ ეგზოტიკურ მცენარეს.იგი აღნიშნავდა,რომ ჩინური ქლიავით კვება არანაირ პრობლემას არ უქმნიდა კუჭს,რის გამოც შესაძლებელი იყო მისი დიდი რაოდენობით დაგემოვნება.ცნობილია,რომ ჩინური ქლიავისაგან ჩინეთში ამზადებენ ტრადიციულ ღვინოს.

ჩინური ლიჩის ჭამა შესაძლებელია,როგორც ნედლი სახით,ასევე დაკონსერვებული სახითაც.მისგან ამზადებენ სხვადასხვა სახეობის ტკბილ კერძებს,მათ შორის ჟელეს,ნაყინს და სხვა.გარდა C ვიტანიმისა,იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს,კალიუმსა და მაგნიუმს.თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობთ,მაინც – ნიკოტინმჟავას შეიცავს,რომელიც თავის მხრივ აქტიურად უშლის ხელს ადამიანში ათეროსკლეროზის განვითარებას (ქრონიკული დაავადება,რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება,სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება).ჩინური ლიჩი კარგად ხარობს სუბტროპიკულ კლიმატში და ადვილად იტანს ცივ ზამთარს.იზრდებიან ძალიან ნელა და პირველ ნაყოფს 8 -10 წლის ასაკში იძლევიან.ჩინური ქლიავის მოსავალს მოსახლეობა მაისისა და ივნისის თვეში იღებს.იგი კულტივირებუილია არა მარტო ჩინეთში,არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც და აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჩინური ლიჩი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხილად განიხილება. (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>